არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
22-10-2017
დონალდ ტრამპი - ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს - მომხდარი დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე
15:27 21-04-2017
დონალდ ტრამპი - ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს - მომხდარი დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში გუშინ მომხდარ ტერაქტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.

„მორიგი ტერაქტი პარიზში. ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. აღნიშნული დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე“, - წერს დონალდ ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ პარიზში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველი იყო, ვინც მომხდარს ტერაქტი უწოდა.

„ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარიზში, შანზ-ელიზეზე გუშინ ადგილი ჰქონდა სროლას. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლეს, ორი კი დაჭრილია. ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ინგლისში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნანითონში, გასართობ ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ „მირორი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი - ეროვნული გვარდია „ბარიგების“ გვარდიაა, ის უნდა დაიხუროს
უკრაინის ეროვნული გვარდია ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მისი ლიკვიდაციაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტთან
კიევში სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
კიევში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი იუწყება.
არგენტინაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო
არგენტინაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნების შედეგად დეპუტატთა პალატის 257 მანდატიდან 127 და სენატის 72 მანდატიდან 24 მანდატი გადანაწილდება.
მიხეილ სააკაშვილი - პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს
პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს, - ამის შესახებ კიევში მიმდინარე აქციაზე საქართველოს
იტალიის ორ რეგიონში ავტონომიების გაფართოების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება
იტალიის ორ ყველაზე მდიდარ რეგიონში, ლომბარდიასა და ვენეტოში, ავტონომიების გაფართოების საკითხზე რეფერენდუმები ტარდება. ამის შესახებ ANSA იუწყება.
სომალიში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
სომალიში, დედაქალაქ მოგადიშოდან 40 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ დანიგაში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების
კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული მიტინგის მონაწილეები იკრიბებიან
კიევში, ქვეყნის პარლამენტთან, კონსტიტუციის მოედანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის,
დონალდ ტრამპი მზად არის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვოს,
ალექსეი ნავალნი - 20-დღიანი პატიმრობის დროს 20 წიგნი წავიკითხე, ყირგიზულ ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე და 80 ლიტრი ჩაი დავლიე
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ამის შესახებ მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.