არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
სერგეი ლავროვი - აშშ-ს მხრიდან სირიის პროსამთავრობო ძალებზე ავიადარტყმები არალეგიტიმურია
17:58 19-05-2017
სერგეი ლავროვი - აშშ-ს მხრიდან სირიის პროსამთავრობო ძალებზე ავიადარტყმები არალეგიტიმურია აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მხრიდან ავიადარტყმების განხორციელება სირიის პროსამთავრობო ძალებზე არალეგიტიმური და უკანონოა, მიუხედავად იმისა თუ რა იყო ამის მიზეზი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ამერიკულმა სარდლობამ ავიადარტყმა სირიის პროსამთავრობო ძალების პოზიციებზე იმით ახსნა, რომ თითქოს პროსამთავრობო ძალები საფრთხეს უქმნიდნენ ოპოზიციის ძალებს, რომელსაც მხარს ამერიკა უჭერს“, - განაცხადა ლავროვმა.

„რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი ეს ავიადარტყმა არალეგიტიმური და უკანონოა. აღნიშნული სირიის სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გუშინ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიაში პროსამთავრობო ძალებზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. ამერიკელებმა საჰაერო დარტყმა ასადის რეჟიმის მხარეზე მებრძოლ დანაყოფებზე მას შემდეგ მიიტანეს, რაც ამ დანაყოფმა იერიში მიიტანა დაჯგუფებაზე, რომელსაც მხარს აშშ-ს უჭერს.
აღნიშნული შემთხვევა სირიის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ეთ-თანფთან მახლობლად მოხდა.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ავიადარტყმის შედეგად ასადის რეჟიმის მხარეს მებრძოლი დაჯგუფის ავტოკოლონის განადგურება მოხდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამერიკაში ფაბრიკაში აფეთქების შედეგად 75 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის შტატში მდებარე კოსმეტიკის ფაბრიკაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 75 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გერმანიის კანცლერი გადადგომას არ გეგმავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბელორუსში რუსეთის მოქალაქემ ბანკში მძევლები აიყვანა
რუსეთის მოქალაქე, ძარცვის მიზნით, ბელორუსში, ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის გააუვნებელყვეს.
ბელგიაში ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან გარდაცვლილი და დაშავებულები
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია საქართველოში წასვლის, თუ გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ მალე თავისუფლებაზე ვიქნები
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის
ანკარაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს.
სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში მდებარე აშშ-ის საკონსულოებში, შესაძლოა, ვიზების გაცემა უახლოეს პერიოდში განახლდეს
სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში მდებარე აშშ-ის საკონსულოებში უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, სავიზო გასაუბრებები განახლდეს.
თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
თურქეთში, ქალაქ თექირდაღში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს.
პეტრო პოროშენკო ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 24 ნოემბერს, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება.
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.