არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს
15:34 29-06-2017
მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაათავისუფლეს ერაყის თავდაცვის სამინისტრომ მოსულის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან სრული გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Sky News Arabia იუწყება.

„ისლამურ სახელმწიფოს“ მოსულში ერთი უბანიც არ დარჩა. „ბოევიკებს“ სხვა გამოსავალი არ აქვთ გარდა კაპიტულირებისა. „ისლამური სახელმწიფოს“ ერაყში ყოფნა სამუდამოდ დასრულდა“, - ნათქვამია ერაყის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ერაყის სახელმწიფო ტელეარხი პირდაპირ ეთერში კადრებს აქვეყნებს, რომელშიც ერაყის დროშა ალ-ნურის დიდ მეჩეთზეა აღმართული. „ფსევდოსახელმწიფო დაეცა: ალ-ნურის მეჩეთი გათავისუფლებულია“, - ასეთი ტიტრებით ეხმაურება ერაყული მედია მოსულის გათავისუფლებას.

ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. ერაყის სამთავრობო ძალებთან ერთად ოპერაციაში საერთაშორისო კოალიციაც მონაწილეობს.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრა გამართეს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრა გამართეს.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა 31 მაისს გაიმართება
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა 31 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს, გერმანულ გაზეთ
მარსელში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში, მარსელში, მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ფრანგული გაზეთი Figaro. შემთხვევა ღამით მოხდა. ორი მამაკაცს
უგანდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა
უგანდაში ტრაქტორსა და ლუდის ცისტერნასთან ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა - იუწყება სააგენტო „სინჰუა“.
ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ 25 მაისს ჩატარებულ რეფერენდუმში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ 25 მაისს ჩატარებულ რეფერენდუმში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ეგზიტპოლების მიხედვით,
კოლუმბიის პრეზიდენტი - მომავალ კვირას კოლუმბია ნატო-ში გაწევრიანდება, როგორც გლობალური პარტნიორი
კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, მომავალ კვირას კოლუმბია ნატო-ში გაწევრიანდება, როგორც გლობალური პარტნიორი.