არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა
10:09 12-08-2017
დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა. „ჩვენ ბევრი ვარიანტები გვაქვს ვენესუელასთვის. სხვათაშორის, მე არ გამოვრიცხავდი სამხედრო ვარიანტს“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და გაერო-ში აშშ-ის ელჩთან ნიკი ჰეილისთან შეხვედრის შემდეგ.

„ვენესუელა ჩვენი მეზობელია. ჩვენ ჯარისკაცები მსოფლიოს მასშტაბით გვყავს, იმ ადგილებშიც კი, რომელიც ძალიან შორსაა. ვენესუელა შორს არ მდებარეობს, ხალხი იქ იტანჯება, კვდება. ჩვენ ვენესუელასთვის ბევრი ვარიანტები გვაქვს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლო სამხედრო ვარიანტი“, - აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, გულისხმობს თუ არა ეს ოპერაციას, რომელსაც აშშ გაუძღვება, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ არ ვამბობთ ამას. თუმცა, სამხედრო ოპერაცია და სამხედრო ვარიანტი ეს ის არის, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ“.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამერიკაში ფაბრიკაში აფეთქების შედეგად 75 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის შტატში მდებარე კოსმეტიკის ფაბრიკაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 75 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გერმანიის კანცლერი გადადგომას არ გეგმავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბელორუსში რუსეთის მოქალაქემ ბანკში მძევლები აიყვანა
რუსეთის მოქალაქე, ძარცვის მიზნით, ბელორუსში, ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის გააუვნებელყვეს.
ბელგიაში ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან გარდაცვლილი და დაშავებულები
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია საქართველოში წასვლის, თუ გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ მალე თავისუფლებაზე ვიქნები
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის
ანკარაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 51 ყოფილი მასწავლებელი დააკავეს.
სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში მდებარე აშშ-ის საკონსულოებში, შესაძლოა, ვიზების გაცემა უახლოეს პერიოდში განახლდეს
სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში მდებარე აშშ-ის საკონსულოებში უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, სავიზო გასაუბრებები განახლდეს.
თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
თურქეთში, ქალაქ თექირდაღში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს.
პეტრო პოროშენკო ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ 24 ნოემბერს, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს დაესწრება.
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.