არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
23:38 17-08-2017
ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
აღნიშნულის შესახებ ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება საკუთარი მედიასაშუალების, Amaq-ის მეშვეობით გააკეთა.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის განხორციელების ბრალდებით პოლიციამ 28 წლის დრის უკაბირი დააკავა, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ დრის უკაბირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და გარკვეული დრო პატიმრობაშიც გაატარა, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.

ანტიტერორისტული ძალების წყარომ El Pais-ს დაუდასტურა, რომ დაკავებული ბარსელონაში 13 აგვისტოს მაროკოდან ჩავიდა. სამართალდამცველები იკვლევენ, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტები.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა. კატალონიის პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარი თავდასხმა ტერაქტია.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფილიპინების საპრეზიდენტო რეზიდენციასთან სროლის დროს პრეზიდენტის დაცვის წევრი მოკლეს
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან სროლის შედეგად ქვეყნის ლიდერის როდრიგო დუტერტეს დაცვის წევრი მოკლეს,
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალება გაიფიცა
საბერძნეთის პროფკავშირების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა მედიასაშუალებაში 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა
ერაყის ქურთისტანში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 93%-ზე მეტმა რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.
ფიჯის კუნძულებთან მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, ფიჯის კუნძულებთან 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.
კალიფორნიაში ტყის ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება
კალიფორნიაში ტყის ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ქალაქ ანაჰაიმის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 ჰექტარზე მეტი ტერიტორია იწვის.
Amnesty International - სამხრეთ სუდანში იარაღის მიწოდებაში უკრაინული სახელმწიფო კომპანია მონაწილეობს
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International სამხრეთ სუდანში იარაღის არალეგალურ მიწოდებასთან უკრაინის კავშირის
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა
ჩრდილოეთ კორეას შეუძლია ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდება არა საკუთარი საჰაერო სივრციდანაც კი. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო
პაველ პეტრენკო - მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გენპროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღია
მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო შემოწმების დასრულების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გენპროკურატურისგან ინფორმაცია არ მიუღია,
იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს
იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით,
ლიტვის სეიმის სპიკერი - 2018 წელს ქართველ ხალხს საჩუქარი უნდა გავუკეთოთ - საქართველოს არა „გრუზია“, არამედ „საქართველო“ უნდა ვუწოდოთ
ლიტვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკეტისი 2018 წელს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საჩუქრის გაკეთების ინიციატივით გამოდის.