არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი - აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ძალებს ფართო მანდატი უნდა ჰქონდეთ
10:26 14-09-2017
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი - აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ძალებს ფართო მანდატი უნდა ჰქონდეთ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ძალებს ფართო მანდატი უნდა ჰქონდეთ და მათი განლაგება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ გაერო-ს სამშვიდობო ძალების აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლო შეყვანა ის იდეაა, რომელიც შესწავლილი უნდა იყოს. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც უკრაინის მოქალაქეების დაცვის პოტენციურ საშუალებას და როგორც შესაძლო გზას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჰეზერ ნაუერტმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ძალებს ფართო მანდატი უნდა ჰქონდეთ.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერი ასეთ ძალებს ფართო მანდატი უნდა ჰქონდეთ, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყონ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი განლაგება რუსეთთან საზღვარზე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სხვა ევროპული ქვეყნები, მაგალითად, გერმანია, აშშ-ს ამ საკითხში ეთანხმებიან.

„ჩვენი მიზანი მარტივია: ჩვენ გვსურს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და დავიცვათ უკრაინელები. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა მოეხდინა“, - დასძინა მან.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მევლუთ ჩავუშოღლუ - საფრანგეთის განცხადება ანკარასთან ურთიერთობაზე აისახება
საფრანგეთის თხოვნას, სირიის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, თურქეთი ეხმაურება და
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ცალკე შეხვედრა ჯერჯერობით არ მზადდება
რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრა ჯერჯერობით არ მზადდება. ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შემდეგი კონტაქტი
თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, არ მოახდინოს თურქეთის პროვოცირება და არ ხელყოს თურქეთის საზღვრები.
დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრებს ადასტურებს
კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების გაუხმაურებელ შეხვედრებს ადასტურებს.
საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
საფრანგეთი, სირიაში არსებული ვითარების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ „ტვიტერის“
ქაბულში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ, ძალოვან
სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ხვალ, კიევის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან „ფეისბუქის“ ოფიციალურ
პეტრო პოროშენკო დავოსში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ
თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა
თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ სირიაში, აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah იუწყება.
„თალიბანის“ „ბოევიკებმა“ სამთავრობო ძალების 18 წევრი მოკლეს
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ სამთავრობო ძალების სულ მცირე 18 წევრი მოკლეს, - ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“