არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
ამერიკის შემდეგ „იუნესკოს“ დატოვებას ისრაელიც აპირებს
21:00 12-10-2017
ამერიკის შემდეგ „იუნესკოს“ დატოვებას ისრაელიც აპირებს აშშ-ის შემდეგ „იუნესკო“-დან გასვლას ისრაელიც გეგმავს. ისრაელის პრემიერმინიტრმა ბენიამენ ნეთანიაჰუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს „იუნესკოდან“ გამოსვლა ამერიკასთან ერთად. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მანამდე კი, ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა კარმელ შამა-კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ქვეყანამ ამერიკის მაგალითს უნდა მიბაძოს და საერთაშორისო ორგანიზაციის რიგები დატოვოს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკო-ს ტოვებს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.
იუნესკო-ს გენერალურმა მდივანმა ირინა ბოკოვამ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კერსტი კალიულაიდი - რუსეთი რთული მეზობელია, რომელიც იმედგაცრუებას იწვევს
რუსეთი რთული მეზობელია, რომელიც იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი
დონალდ ტრამპი - დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ, უამრავი უთანხმოების მიუხედავად
დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ, უამრავი უთანხმოების მიუხედავად, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა
„დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მდივანი - რუსეთთან დაკავშირებით სანქციებზე ვმუშაობთ
ჩვენ, რუსეთთან დაკავშირებით სანქციებზე ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.