არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
ტერეზა მეი პუტინს - ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ
12:41 14-11-2017
ტერეზა მეი პუტინს - ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთის ხელისუფლება არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებას“.

„რუსეთი „ფეიქ ნიუსებს“ ავრცელებს, რათა დასავლეთში განხეთქილებას შეუწყოს ხელი. ლონდონს არ სურს მუდმივი კონფრონტაცია რუსეთთან, თუმცა ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი პუტინისადმი მესიჯი მარტივია: მან სხვა გზა უნდა შეარჩიოს და არა ის გზა, რომლითაც მოხდა ყირიმის ანექსია და ევროპის ქვეყნებზე კიბერშეტევების განხორციელება.

„რუსეთი შეიძლება გახდეს დასავლეთის ღირებული პარტნიორი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წესების მიხედვით ითამაშებს“, - აღნიშნა მეიმ.

მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცე და განხეთქილებისა და კიბერშეტევის კამპანიას მიზანმიმართულად ატარებდა.

„ვიცით რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას“, - დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ანგელა მერკელი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ რთულ პერიოდში გერმანია სწორი მმართველობის ქვეშ დარჩეს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოხატა მწუხარება იმ ფაქტის გამო, რომ „გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ ახალი
წინასწარი მონაცემებით, ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სებასტიან პინიერა და ალეხანდრო გილიერი გავიდნენ
ჩილეში, საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიულეტენების 90,46%-ის დათვლის თანახმად, მეორე ტურში ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა და სენატორი
მიხეილ სააკაშვილიი - უკრაინიდან ჩემს გაძევებას უშუალო გარემოცვაზე დარტყმით ცდილობენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უცნობმა პირებმა მისი მძღოლი სასტიკად სცემეს, - ამის შესახებ
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უკრაინაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს უხელმძღვანელოს
მიხეილ სააკაშვილმა კიევში, უმაღლეს რადასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მთავრობას სათავეში ჩაუდგეს.
უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ-სგან თავდაცვით იარაღს მიიღებს
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეგულარულად უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხალხს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ავიგდორ ლიბერმანი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილმა კოალიციამ თავისი თავი ამოწურა, „ისლამური სახელმწიფოს“ შემდეგ ირანია
ზომიერი არაბული ქვეყნების ლიდერები იერუსალიმში უნდა ჩამოვიდნენ, რათა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ კოალიცია შექმნან.