არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ადვოკატი - კიევის აეროპორტში საქართველოს ცხრა მოქალაქე ჰყავთ დაკავებული
21:15 17-11-2017
ადვოკატი - კიევის აეროპორტში საქართველოს ცხრა მოქალაქე ჰყავთ დაკავებული კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.

იურისტს აეროპორტში სოლომენსკის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებთან კამათი მოუვიდა. ბოგომაზოვმა მათ განუცხადა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მაქსიმ სამარსკიმ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომელთა შორის მისი კლიენტი თამაზ შავშიშვილიც შეიძლება იყოს.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და ადვოკატს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს იმ მოტივით, რომ სარეჟიმო ტერიტორიაა და გადაადგილება შეზღუდულია. ადვოკატმა სამართალდამცველებთან ერთად გადაადგილება მოითხოვა იმაში დასარწმუნებლად, იყო თუ არა დაკავებულებს შორის მისი კლიენტიც, რაზეც ასევე უარი უთხრეს. ერთ-ერთი პოლიციელი დათანხმდა, რომ თავად გადაამოწმებდა. დაბრუნებულმა პოლიციელმა კი ადვოკატს უთხრა, რომ დაკავებულებს შორის შავშიშვილი არ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სამართალდამცველები უარს ეუბნებიან რაიმე სახის ინფორმაციის მიღებაზე. ადვოკატს ერთ-ერთმა პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველები „ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჰყავთ“. „უკრაინსკაია პრავდა“ ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა, შსს-ში, სასაზღვრო სამსახურსა და პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 სომხეთის უშიშროების სამსახურმა ტერაქტების მომზადების ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა
სომხეთის უშიშროების სამსახურმა ტერაქტების მომზადების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ლგბტ პირები ცხოვრების ყველა სფეროში, სისტემური ძალადობის, ჩაგვრის და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან
საქართველოში ლგბტ პირები ცხოვრების ყველა სფეროში, სისტემური ძალადობის, ჩაგვრის, შეურაცხყოფის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან,
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც არის საუბარი
ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ ვითარებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ მოხსენებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ წინასწარი პატიმრობისას ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობისას,
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შეცვლა არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს გაზრდის, ბორდსა და თანამშრომლების დაცვის
ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 10 ადამიანი დაიღუპა და 88 დაშავდა
ნიკარაგუაში სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 10 და დაშავდა 88 ადამიანი,
სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია.
აზერბაიჯანის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნოვრუზ მამედოვი დაამტკიცა
აზერბაიჯანის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწე ნოვრუზ მამედოვი დაამტკიცა,
ოპოზიციის ლიდერები - საპროტესტო აქციებს ვაგრძელებთ არა მხოლოდ ერევანში, არამედ სხვა ქალაქებსა და სოფლებში
სომხეთის ოპოზიცია ერევანში საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებს. „ტასის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, ოპოზიციონერმა
იენს სტოლტენბერგი - ნატო არ აპირებს რუსეთის იზოლირებას, რუსეთი ჩვენი მეზობელია
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მოქმედებები გააკრიტიკა, თუმცა ამავდროულად, გარკვეული პირობების საფუძველზე,