არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტრამპი ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს - მისი გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია
11:42 07-12-2017
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ტრამპი ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს - მისი გადაწყვეტილება ანთებული ასანთის ტოლფასია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გმობს.

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, „აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია“.

„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - დასძინა ერდოღანმა.



PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი მისმა ფრაქციამ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელქ“-მა ფრაქციის ხელმძღვანელი და ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ
სომხეთში, ბაგრატაშენში, ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს
სომხეთში, ბაგრატაშენში, ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევში მიტინგს მართავენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიტინგს მართავენ,
ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს
ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლიდან ონლაინ-განაცხადით ნებართვის მისაღებად 7 ევროს გადახდა  მოუწევთ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს გამგზავრებამდე ონლაინ-განაცხადის საშუალებით ნებართვის მიღება დასჭირდებათ,
სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ნიკოლ ფაშინიანს პრემიერობის კანდიდატად წარადგენს
სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „იელქი“ ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - რუსეთი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალ საშუალებებს გადასცემს
უახლოეს მომავალში რუსეთი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალ საშუალებებს გადასცემს, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების
სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა და მომიტინგეებს შეუერთდა
სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და მომიტინგეებს შეუერთდა.
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - თუ აშშ ცალმხრივ რეჟიმში ბირთვული შეთანხმებიდან გავა, თეირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას დაუბრუნდება
აშშ თუ ცალმხრივ რეჟიმში ბირთვული შეთანხმებიდან გავა, თეირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს
ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა