არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
„ჰამასის“ ლიდერი - ტრამპმა სამშვიდობო პროცესი მოკლა, პალესტინელებს ხვალ ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ მოვუწოდებ
13:48 07-12-2017
„ჰამასის“ ლიდერი - ტრამპმა სამშვიდობო პროცესი მოკლა, პალესტინელებს ხვალ ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ მოვუწოდებ პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს ბოლო მოეღო. ამის შესახებ ტელეარხი Al Jazeera იუწყება.

„აშშ-ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ სამშვიდობო პროცესი მოკლა, ბოლო მოუღო ოსლოს შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების პროცესი შეუძლებელი გახადა“, - განაცხადა ისმაილ ხანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან პალესტინელ ხალხს ისრაელის წინააღმდეგ ახალი აჯანყებისკენ („ინტიფადა“) მოუწოდა.

„ჩვენ მოვუწოდებთ პალესტინის თავისუფალ ხალხს პარასკევს „მრისხანების დღეზე“ გამოვიდნენ და ახალი ინტიფადას დაწყება გამოაცხადონ. ხვალ ჩვენი ხალხის აჯანყება დაიწყება ოკუპაციის წინააღმდეგ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენი წმინდა მიწის გათავისუფლებით დასრულდება. ერთიანი იერუსალიმი მთლიანად პალესტინის დედაქალაქია. „ჰამასის“ ყველა დანაყოფებისთვის ბრძანებაა გაცემული, რომ ნებისმიერი საფრთხე მოიგერიონ“, - დასძინა მან.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი მისმა ფრაქციამ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელქ“-მა ფრაქციის ხელმძღვანელი და ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ
სომხეთში, ბაგრატაშენში, ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს
სომხეთში, ბაგრატაშენში, ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევში მიტინგს მართავენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიტინგს მართავენ,
ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს
ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლიდან ონლაინ-განაცხადით ნებართვის მისაღებად 7 ევროს გადახდა  მოუწევთ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს გამგზავრებამდე ონლაინ-განაცხადის საშუალებით ნებართვის მიღება დასჭირდებათ,
სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ნიკოლ ფაშინიანს პრემიერობის კანდიდატად წარადგენს
სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „იელქი“ ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - რუსეთი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალ საშუალებებს გადასცემს
უახლოეს მომავალში რუსეთი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალ საშუალებებს გადასცემს, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების
სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა და მომიტინგეებს შეუერთდა
სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და მომიტინგეებს შეუერთდა.
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - თუ აშშ ცალმხრივ რეჟიმში ბირთვული შეთანხმებიდან გავა, თეირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას დაუბრუნდება
აშშ თუ ცალმხრივ რეჟიმში ბირთვული შეთანხმებიდან გავა, თეირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს
ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა