არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
Euobserver - ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა
21:34 07-12-2017
Euobserver - ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხთზე ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას“ გამოხატავდა. ამის შესახებ გამოცემა Euobserver იუწყება.

უნგრეთის პოზიციის გამო აღნიშნული განცხადება არა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, არამედ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ “ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება“.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი მისმა ფრაქციამ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა
სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელქ“-მა ფრაქციის ხელმძღვანელი და ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ
სომხეთში, ბაგრატაშენში, ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს
სომხეთში, ბაგრატაშენში, ადგილობრივებმა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კიევში მიტინგს მართავენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მიტინგს მართავენ,
ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს
ერევანში მომიტინგეებმა ავტომობილებით აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლიდან ონლაინ-განაცხადით ნებართვის მისაღებად 7 ევროს გადახდა  მოუწევთ
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს გამგზავრებამდე ონლაინ-განაცხადის საშუალებით ნებართვის მიღება დასჭირდებათ,
სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ნიკოლ ფაშინიანს პრემიერობის კანდიდატად წარადგენს
სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „იელქი“ ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - რუსეთი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალ საშუალებებს გადასცემს
უახლოეს მომავალში რუსეთი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალ საშუალებებს გადასცემს, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების
სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა და მომიტინგეებს შეუერთდა
სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჰრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და მომიტინგეებს შეუერთდა.
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი - თუ აშშ ცალმხრივ რეჟიმში ბირთვული შეთანხმებიდან გავა, თეირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას დაუბრუნდება
აშშ თუ ცალმხრივ რეჟიმში ბირთვული შეთანხმებიდან გავა, თეირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს
ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა