არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ეს ტრამპისთვის ცნობილია
12:44 03-01-2018
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ეს ტრამპისთვის ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში, გენერალ-ლეიტენანტ ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა და ეს დონალდ ტრამპისთვის ცნობილია. ამის შესახებ მაკმასტერმა „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთი იყენებს დეზინფორმაციას, პროპაგანდას და სოციალურ ქსელებს, რათა წარმოშვას განხეთქილება ჩვენს საზოგადოებაში და სოციალური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპიროს. რუსეთი აქტიურობდა ევროპაშიც - საფრანგეთში გამართულ არჩევნებზე, კატალონიის რეფერენდუმზე. ჩვენ დავაფიქსირეთ მათი აქტიურობა მექსიკაში, ისინი მონტენეგროში პუტჩის ორგანიზებასაც ცდილობდნენ. დესტაბილიზაციის გამომწვევი რუსული კამპანიის სააშკარაოზე გამოტანა არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, რუსეთი მსგავს საქმიანობასთან საკუთარ კავშირს დღემდე არ აღიარებს, მაგრამ მას ეს სულ უფრო არადამაჯერებლად გამოსდის.

„იგივე ადამიანები ამბობენ, რომ თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ და ხალხი არ მოუკლავთ, რომ მათი ჯარისკაცები ყირიმსა და უკრაინაში არ დგანან, რომ არ უჭერენ მხარს სირიულ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეა. დღეს ამის აღარავის სჯერა“, - აღნიშნა მაკმასტერმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება
სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია, შემდეგი მემბიჯი იქნება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მაიკ პენსი - დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა მთავრობის მუშაობის შეჩერება ამჯობინეს, რასაც სახიფათო შედეგების მოტანა შეუძლია
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მთავრობის მიერ სახელმწიფო სექტორის დროებით დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს
ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს, -ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
სერგეი ლავროვი - რუსეთის სამხედრო ძალებს აფრინის რეგიონი არ დაუტოვებიათ
რუსეთი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ აშშ სერიოზულად არის ჩართული სირიის ტერიტორიაზე მთავრობის ალტერნატიული ორგანიზაციების შექმნაში,
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებზე შეტევა მიიტანეს
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრინის რაიონში, „სახალხო თავდაცვის დანაყოფებისა“ და პარტია „დემოკრატიული ერთობის“ წევრებისგან შემდგარ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლაპარაკებების გამართვის ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს
უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო მოლაპარაკებების გამართვის ადგილის შეცვლის საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა
თურქეთში ავარიას ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა
თურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში ავარიას ავტობუსში მყოფი 11 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ პროვინციის
დონალდ ტრამპი - დემოკრატებს მთავრობის მუშაობის შეჩერება სურთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში სენატის კენჭისყრას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც დროებითი
აშშ-ს სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა
დღეს აშშ-ს სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიუხედავად იმისა, რომ კონგრესი და თეთრი
ბაქოში 4-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
ბაქოში, საბაილის რაიონში 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.