არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
მიხეილ სააკაშვილი - გადავწყვიტე სააპელაციო სასამართლოში მომეყვანა ჩემი ვაჟი, რადგან რომ გაიზრდება, ემახსოვრება როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი
13:18 03-01-2018
მიხეილ სააკაშვილი - გადავწყვიტე სააპელაციო სასამართლოში მომეყვანა ჩემი ვაჟი, რადგან რომ გაიზრდება, ემახსოვრება როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა. პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განცხადებით მიმართა.

„ამ პროცესებისგან მე უკვე გული მერევა, მაგრამ მე მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ეს უსამართლობაა. ამ სასამართლოსაც როგორმე გადავიტან, მე ამაზე უარესი ამბებიც გადამიტანია.

მე გადავწყვიტე მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი, იმიტომ რომ ისტორიისთვის ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც ის გაიზრდება, მას ემახსოვრება ეს პროცესი და ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება
კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის
კონსტანტინ კოსაჩევი - დონბასის რეინტეგრაციის შესახებ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მინსკის შეთანხმებას ასამარებს
დონბასის რეინტეგრაციის შესახებ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მინსკის შეთანხმებას ასამარებს, პროცესის მონაწილეებმა - საფრანგეთმა და გერმანიამ