არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო
14:22 03-01-2018
მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო. ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ პრისიაჟნიუკმა მიიღო.

სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლოზე გამოცხადდა მხოლოდ ერთი დეპუტატი მათგან, რომლებიც სააკაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოზე თავდებში ჩაუდგნენ.

კიევის სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დეპუტატი იური დერევიანკო გამოცხადდა, ხოლო კიდევ ერთი დეპუტატი - ვიტალი კუპრი გზაში იმყოფებოდა.

დეპუტატები იგორ ლუცენკო, ელენა შკრუმი, იულია ტიმოშენკო, დმიტრო დობროდომოვი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

მოსამართლე პრისიაჟნიუკმა აღნიშნა, რომ პროცესუალური კოდექსის თანახმად, აღნიშნული ყველა პირი სასამართლო სხდომას უნდა დასწრებოდა.
კიევის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვა 11 იანვარს, ადგილობრივი დროით 13:10 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თურქული მედია - რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რომის პაპთან ერთად იერუსალიმის სტატუსქვოს განხილვას აპირებს
5 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპთან იერუსალიმის სტატუსის საკითხს ვატიკანში განიხილავს. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
რაიან დილონი - სირიაში, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ანკარის მიერ გამოცხადებული ზონა საერთაშორისო კოალიციის პასუხისმგებლობის სფეროს გარეთ იმყოფება
სირიაში, აფრინის დასახლებულ პუნქტში, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ანკარის მიერ გამოცხადებული ზონა საერთაშორისო კოალიციის პასუხისმგებლობის
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ახალი განხილვებისთვის მზადაა, თუ ბრიტანეთის პოზიცია ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეიცვლება
ევროკავშირი „ბრექსიტთან“ დაკავშირებით ახალი განხილვებისთვის მზადაა, თუ დიდი ბრიტანეთის პოზიცია ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეიცვლება,
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის დაკითხვისას გამომძიებლებმა ხმის ნიმუშების აღება სცადეს
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურს ჩვენება მისცა, გამომძიებლები მისი ხმის ნიმუშების აღებას ცდილობდნენ,
გერმანელი სამართალდამცველები ირანელი ჯაშუშების დაკავების ოპერაციას ატარებენ
გერმანელი სამართალდამცველები ქვეყნის მასშტაბით 10 ირანელი ჯაშუშის დაკავების ოპერაციას ატარებენ.
კიმ ჩენ ინის პარტია - ტრამპისნაირ ბებერ, მარაზმით შეპყრობილ ადამიანს თუ მარტო დატოვებ, წარმოუდგენელი კატასტროფა შეიძლება მოხდეს
ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სამხედრო მანიაკი“ უწოდა. ამის შესახებ კორეის მუშათა პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატო, ვალდებული ხარ მათ წინააღმდეგ გამოხვიდე, ვინც ერთ-ერთი თქვენი პარტნიორის საზღვრებს საფრთხეს უქმნის!
დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით გავანადგურებთ ტერორიზმის ყველა ბუდეს სირიაში - დაწყებული აფრინისა და მემბიჯის რეგიონებიდან,
აშშ-ის ელჩი - რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ მოხსენება 29 იანვრისთვის მომზადდება
რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შესახებ აშშ-ის მოხსენება 29 იანვრისთვის მომზადდება, თუმცა ჯერ ადრეა იმაზე საუბარი,
2025 წელს ევროკავშირის შემადგენლობაში, შესაძლოა, ორი ქვეყანა შევიდეს
2025 წელს ევროკავშირის შემადგენლობაში, შესაძლოა, ორი ქვეყანა შევიდეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.