არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
თურქეთმა ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა
16:20 03-01-2018
თურქეთმა ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა თურქეთმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ირანში მიმდინარე დემონსტრაციებს მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს - ტრამპი და ნეთანიაჰუ. ირანში სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა თურქეთისთვის“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს არ უჭერს გარედან ირანის საქმეებში ჩარევას.

„თუ ირანში ხელმძღვანელობა შეიცვლება, ამას ირანელი ხალხი გააკეთებს. ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ პრეზიდენტ რუჰანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. საჭიროა ძალადობისა და პროვოკაციების თავიდან აცილება“, - დასძინა მან.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინამ „ჯაველინის“ რაკეტები გამოსცადა
უკრაინამ დღეს პირველად, ამერიკული კომპლექსის, „ჯეველინის“ რაკეტები გამოსცადა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ქვეყნის
ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია 20 მაისს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს
ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია 20 მაისს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს, - ამის შესახებ
ევროკომისიის ინიციატივით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საშუალო სკოლა დამთავრებულები სულ მცირე ორ უცხო ენას უნდა ფლობდნენ
ევროკომისიის ინიციატივით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საშუალო სკოლების გამოშვებულები სულ მცირე ორ უცხო ენას უნდა ფლობდნენ.
კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს
კიევში, სადაც 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, „გაზპრომის“ ბანერები მოხსნეს, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სპონსორია.
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებას ირანი წარმოადგენს
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებას ირანი წარმოადგენს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
რუსეთის პარლამენტმა აშშ-სა და სხვა არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ კონტრსანქციების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო
რუსეთის პარლამენტმა აშშ-სა და სხვა არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ კონტრსანქციების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
იემენში, ქალაქ მარიბში ჰუსიტების მხრიდან ბაზარზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა
იემენში, ქალაქ მარიბში ჰუსიტების მხრიდან ბაზარზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა, - ამის შესახებ არაბული ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ ისრაელურ პროდუქციას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ
ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში „თალიბანთან“ შეტაკებების შედეგად სულ მცირე ოცი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა
ავღანეთში ღაზნის პროვინციაში რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ შეტაკებების შედეგად სულ მცირე ოცი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.
რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ახალი ვიზის მისაღებად, შესაძლოა, ქონების წარმომავლობის დასაბუთება დასჭირდეს
რუს ბიზნესმენსა და საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელს რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ახალი ვიზის მისაღებად,