არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
2017 წელს დანიას თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით 3 500 ადამიანმა მიმართა
18:25 03-01-2018
2017 წელს დანიას თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით 3 500 ადამიანმა მიმართა 2017 წელს დანიას თავშესაფრის მიცემის მოთხოვნით 3 500 ადამიანმა მიმართა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2 400 იყო, - ამის შესახებ დანიის საიმიგრაციო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა დანიამ 2015 წელს მიიღო - მათი რიცხვი ჯამურად 21 316-ს შეადგენდა, ხოლო ერთი წლით ადრე დანიამ 14 792 მიგრანტი მიიღო. მიგრანტთა ნაკადმა 2015 წელს მას შემდეგ იკლო, რაც ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა მიღების წესები გამკაცრდა.

პრესისთვის განკუთვნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის შემდეგ ქვეყანამ 67 რეგულაცია მიიღო მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად, ასევე, იმათთან მუშაობის მოსაწესრიგებლად, ვინც უკვე დანიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ამ ზომებს შორის არის 2016 წელს დროებით სასაზღვრო კონტროლის შემოღება შენგენის ქვეყნებთან. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე გაახანგრძლივეს და 2018 წლის 12 მაისამდე მოქმედებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიგრანტების რაოდენობის შემცირებაში თავისი როლი ითამაშა თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებამაც.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დღეს გაიმართება
კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის