არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის დევნილის სტატუსის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება გამოიტანა
20:41 03-01-2018
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის დევნილის სტატუსის მოთხოვნაზე გადაწყვეტილება გამოიტანა კიევის საოლქო სასამართლომ სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნული სამსახურისგან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უკანონო იქნება.

მანვე სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილი ითხოვს დამატებით დაცვას საქართველოში მის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა დაარღვია კანონი, რომელმაც სააკაშვილს დამატებითი დაცვა არ მიანიჭა. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი ამ სამსახურისგან ითხოვს, კიდევ ერთხელ შეისწავლოს მისი განცხადება და ყურადღება გაამახვილოს საქართველოში მისი შესაძლო ექსტრადიციის რისკზე.

თავად სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა სააკაშვილისთვის უარის გადაწყვეტილებას კანონიერი უწოდა. მისი თქმით, პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას მოითხოვს, ვერ მიენიჭება მას, ვინც მესამე ქვეყანაში იმყოფებოდა და არ მიმართა ასეთი სტატუსის მინიჭების თხოვნით. სააკაშვილი კი, მისი თქმით, ასეთი სტატუსის მინიჭებამდე აშშ-სა და პოლონეთში იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ