არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ნიკი ჰეილი - აშშ ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო ქმედებებს
10:45 13-01-2018
ნიკი ჰეილი - აშშ ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო ქმედებებს ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს მიაღწიოს იმას, რომ გაერო-მ ირანის სარაკეტო პროგრამის შემზღუდველი ზომები მიიღოს და თეირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვის გარეშე სამხედრო ემბარგო გაამკაცროს, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელის, ნიკი ჰეილის განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით ის ეხმაურება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ირანისთვის შეერთებულ შტატებთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების შედეგად მოხსნილი სანქციები არ აღდგა.
„პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა, რითაც ნათელი გახდა, რომ შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმების პირობებს დაიცავს, თუმცა არ მოითმენს ირანის სახიფათო და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. მისივე თქმით, შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ამ საკითხს სხვა ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს.

„ჩვენ ვაპირებთ გაერო-ში ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას, რათა გავამკაცროთ ირანის სარაკეტო პროგრამის საწინააღმდეგო საქმიანობა, გავაძლიეროთ შეიარაღების ემბარგო, დავძლიოთ ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსება, ასევე ნათელი მოვფინოთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყველა ამ ნაბიჯის გადადგმა ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებს გარეთ შეიძლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს უფლება, რომ ბირთვული შეთანხმების საფარქვეშ დაარღვიოს გაერო-ს რეზოლუციები და ყველა საერთაშორისო ნორმა“, - აღნიშნულია ნიკი ჰეილის განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების პირობები არ შეცვალა და უცვლელად დატოვა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ნიკოლ ფაშინიანი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავაც პრიორიტეტულია
სომხეთის ახალი პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის მთავრობისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,
პარაგვაი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა
პარაგვაი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც აშშ-ს შემდეგ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს
თურქეთში სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 104 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთში სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 104 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
მაიკ პომპეო - თუ ირანი თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, აშშ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას განახორციელებს
თუ ირანი თავის პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, აშშ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას განახორციელებს, მათ შორის ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს,
ბაქოში, ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბაქოში, ერთ-ერთ კაფეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
ესპანეთის პრემიერის განცხადებით, კატალონიაში რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელიც კანონის ფარგლებში იმუშავებს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ კატალონიაში რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა,
შრი-ლანკაში სტიქიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
შრი-ლანკაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება გამოცემა Colombo Page პოლიციაზე დაყრდნობით.
სამხრეთ კორეა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აგრძელებს
სამხრეთ კორეა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განაგრძობს ჩრდილოეთ კორეის პროტესტის მიუხედავად, - ამის შესახებ სამხრეთ
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, კრემლთან დაკავშირებულ პირებს დამატებითი სანქციები დაუწესონ
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს კრემლთან
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების გამო, 11 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების გამო, 11 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა, - იუწყება United News of India ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.