არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
მიხეილ სააკაშვილი - პოლონეთში თავისუფალი და ათჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი
16:41 13-02-2018
მიხეილ სააკაშვილი - პოლონეთში თავისუფალი და ათჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი პეტრო პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია, ”ბარიგაა”, - ამის შესახებ ვარშავაში პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მიისვე თქმით, პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია და შესაბამისად ფიქრობს.

„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაადგილების პირობებში ევროპაშიც ისეთივე ეფექტური ვიქნები, როგორც უკრაინაში ვიყავი. უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს.

„მჯერა, ერთად მოვაწყობთ საპროტესტო მოძრაობას და ოლიგარქებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ეს საპროტესტო მოძრაობა გაიზრდება. პოროშენკო თავისი ფეხით უნდა გავუშვათ იმ საკანში, სადაც მე ვიჯექი“ , - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს
თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი რესტორან „Red Hen“-დან გამოაგდეს, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის
 რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა
დღეს დილით რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნული ტერიტორია გეოპოლიტიკურად ყველაზე
 დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინთან მიღწეული შეთანხმების რეალიზება დაწყებულია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სინგაპურში კიმ ჩენ ინთან მიღწეული შეთანხმების რეალიზება უკვე ხდება, რაც კორეის ნახევარკუნძულის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქ ამომრჩევლებს - დასავლეთს 24 ივნისს ერდოღანის მარცხის ნახვა სურს, მზად ხართ დასავლეთს გაკვეთილი ჩაუტაროთ?
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ამომრჩევლებს მოუწოდა, 24 ივნისს არჩევნებზე მივიდნენ და მას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ გამოცემა
თურქეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტის პოსტისთვის ქვეყნის მოქმედი ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი