არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6343
EUR
1 EUR
3.0047
RUB
100 RUB
3.9453
15-08-2018
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ნამდვილი ეშმაკია, ის მკვლელია - ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, ანუ შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს
10:20 17-07-2018
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ნამდვილი ეშმაკია, ის მკვლელია - ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, ანუ შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს, პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინი ისეთი იყო, როგორიც არის. მე მას სადღაც ოცდაათჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს პრინციპით - შენი მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს. პუტინი ნამდვილი ეშმაკია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს. ის აშშ-ს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, რომელიც მან უნდა გაანადგუროს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მათ შორის თავის სამეზობლოში, ამ ზიზღით არის განპირობებული. ის ჩვენთან შემოიჭრა, ვინაიდან ამერიკის მოკავშირედ გვთვლიდა. ასე რომ, მასთან მიმართებაში ილუზიები არ მაქვს. ის ისეთია, როგორიც არის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ტრამპი იმ მოცემულობიდან გამომდინარეობდა, რომ პუტინი მოწინააღმდეგეა“.

„პრეზიდენტ ტრამპს ტერიტორიულ საკითხებზე არანაირი დათმობა არ გაუკეთებია. პუტინი ელოდებოდა უკრაინაში ან საქართველოში მის მიერ მიწების მიტაცების ლეგალიზებას. არ ვიცი დახურულ კარს მიღმა რა იყო ნათქვამი, მაგრამ ამ საკითხზე დათმობას ადგილი არ ჰქონია. ტრამპს ასევე კარგი პოზიცია ჰქონდა ენერგეტიკულ საკითხებზე. ეს ის საკითხია, რაც პუტინს აწუხებს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ჩვენ იმასაც უნდა ვუყუროთ თუ რას აკეთებს ის. მომდევნო თვეებში ვნახავთ თუ რა მოჰყვება ამ შეხვედრას. მას სანქციების საკითხზე არაფერი დაუთმია, ეს ამ შეხვედრის დადებითი მხარეა“, - აღნიშნა მან.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსა და უკრაინას შეიარაღება მიაწოდა, რაზეც წინა ადმინისტრაცია უარს ამბობდა.

„ტრამპის ადმინისტრაციას აქვს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ძალიან პოზიტიურია“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
იტალიაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
იტალიაში, გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტის მინისტრის
 თვითმხილველების განცხადებით, იტალიაში საავტომობილო ხიდს ჩამონგრევამდე მეხი დაეცა
იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო
 იტალიური მედიის ინფორმაციით, გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Adnkronos სამედიცინო
იტალიაში, ქალაქ გენუასთან ავტოსაგზაო ხიდი ჩაინგრა
იტალიაში ქალაქ გენუას მახლობლად ავტოსაგზაო ხიდი ჩაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
 ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს
ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, როგორც ტერაქტს განიხილავს.
 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ - ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს
ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის ლიდერის განცხადებით, თურქეთი
ლონდონში ავტომობილი პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ უსაფრთხოების ბარიერს შეეჯახა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ლონდონში მსუბუქი ავტომობილი პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ უსაფრთხოების ბარიერს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ქვეითი დაშავდა.
 შვედეთში ღამის განმავლობაში 80 ავტომობილი დაწვეს
შვედეთში, გეტებორგში და ტროლჰეტანში უცნობმა პირებმა გუშინდელი ღამის განმავლობაში სულ მცირე 80 ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას
ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა ფხენიანში 12 ან 13 სექტემბერს გაიმართება
ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 12 ან 13 სექტემბერს გაიმართება.
 აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტით საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაცაა გათვალისწინებული
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონს, რომელიც თავდაცვით საჭიროებებზე 716 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.