არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6074
EUR
1 EUR
2.9495
RUB
100 RUB
3.8839
16-08-2018
დიმიტრი მედვედევი - აშშ-ს მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომს უნდა ვუპასუხოთ
10:11 10-08-2018
 დიმიტრი მედვედევი - აშშ-ს მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომს უნდა ვუპასუხოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ომის გამოცხადება შეიძლება განვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„საჭიროა ამ ომს ვუპასუხოთ. მას უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით. საჭიროების შემთხვევაში კი სხვაგვარი მეთოდებითაც კი. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს უნდა ესმოდეთ ეს“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, სანქციები ასე თუ ისე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ვალუტის კურსზე. დიმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთისთვის აქამდეც არაერთხელ დაუწესებიათ.

„ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივი სასანქციო ზეწოლის ქვეშ არსებობდა. რისთვის კეთდება ეს? იმისთვის, რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე მძლავრი კონკურენტების სიას ჩამოაშორონ“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.
„აშშ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს“, - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

სანქციების პირველი ნაწილი 22 აგვისტოს შევა ძალაში, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
სანქციების მეორე ნაწილი კი 90 დღეში შევა ძალაში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საპასუხო სანქციებს შეიმუშავებენ.



მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა
ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტმა სხიპჰოლმა დროებით მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პირის ვინაობა, რომელმაც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ზარი განახორციელა, დადგენილია
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინება არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
იტალიელი პროკურორი - გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევა ადამიანური ფაქტორის გამო მოხდა, საუბარი შემთხვევითობაზე არ არის
გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევა ადამიანური ფაქტორის გამო მოხდა, შემთხვევითობაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ქალაქ გენუას პროკურორმა ფრანჩესკო კოციმ განაცხადა.
სომხეთში ჯანდაცვის სამინისტროს შენობის აფეთქების შეტყობინების გამო, თანამშრომელთა ევაკუცია მიმდინარეობს
სომხეთში უცნობმა პირმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დარეკა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის აფეთქებით დაიმუქრა.
მარია ზახაროვა - აშშ-მ „სუპერმენის“ როლს თავი ვერ გაართვა
აშშ-მ თავი ვერ გაართვა „სუპერმენის“ როლს საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა
იტალიის ტრანსპორტის მინისტრი - ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან
ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან, - ამის შესახებ იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელიმ განაცხადა.
თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა
თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა, - ამის შესახებ ნათქვამია
მედიის ინფორმაციით, „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად 45 ავღანელი ძალოვანი დაიღუპა
ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 45 ავღანელი ძალოვანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას
ვლადიმერ პუტინი მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უახლოეს პერიოდში შეხვდეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს აცნობა, რომ მზად არის მას უახლოეს პერიოდში შეხვდეს, რათა მნიშვნელოვანი