არქივი
«« აგვისტო 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5779
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
3.8267
18-08-2018
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი სომხეთში შექნილ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს
15:39 10-08-2018
 ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი სომხეთში შექნილ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს მოუწოდა, სომხეთში შექმნილ ახალ ვითარებას შეეგუონ. „დღეს ახალი სიტუაციაა ქვეყანაში. ყველა, მათ შორის რუსი პარტნიორები, უნდა შეეგუონ ამას. ყველაფერი ნორმალურადაა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნული კომენტარი ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

1-ელ აგვისტოს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს.
მისივე თქმით, ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვთ სომხეთში, ეწინააღმდეგება სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური წინამორბედების დევნა არ მოხდებოდა.

„რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე, დაინტერესებულია სომხეთში სტაბილურობის შენარჩუნებით. ის, რაც ახლა იქ ხდება შეშფოთებას იწვევს, მათ შორის დსთ-ს იმ ორგანიზაციების მუშაობის კუთხით, რომელშიც სომხეთი მონაწილეობს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავების სანქცია გასცა. ექსპრეზიდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში წაუყენა.


მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტრო - საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა
ირანის საელჩომ თბილისის აეროპორტში „ირანის მოქალაქის მიმართ შეუსაბამო მოპყრობის გამო“ საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტით მიმართა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ბაჰრამ ყასემის განცხადებით, ირანმა მკაცრი პროტესტი გამოუცხადა საქართველოს თბილისის
ანგელა მერკელი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა სწრაფ კონკრეტულ შედეგებს მოიტანს
რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია მსოფლიო კრიზისების მოგვარების გზების ძიებისთვის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის
გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებში გლოვა გამოცხადდა
ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებში, იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა,
ABC - ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ჩატარება, შესაძლოა, ბიუჯეტს 12 მილიონის ნაცვლად 92 მილიონი დოლარი დაუჯდეს
სამხედრო აღლუმი ვაშინგტონის ცენტრში, რომლის ჩატარებაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ქვეყნის ბიუჯეტს, შესაძლოა, 92 მილიონი დოლარი დაუჯდეს,
სამართალდამცავები ბენიამინ ნეთანიაჰუს კითხავენ
ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციაში მის დაკითხვას აწარმოებენ. როგორც ისრაელის სახელმწიფო
კიმ ჩენ ინი - ფხენიანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები ყაჩაღურია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ფხენიანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები ყაჩაღურია. მან მოსახლეობას მოუწოდა დარაზმულები
პატიმრობაში მყოფი ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა,
აშშ თურქეთს დამატებითი სანქციების დაწესებით ემუქრება
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ვაშინგტონი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება