
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ სახალხო კრების მონაწილეებს რამდენიმე წუთის წინ შეუერთდნენ ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის, ქედის და გურიის სამივე რაიონის წარმომადგენლები. სწორედ მათ შემოერთებას მოყვა რუსთაველის გამზირის გადაკეთვა.
როგორც სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, ისინი იწყებენ შეუპოვარ პოლიტიკურ ბრძოლას და უკან დახევას არ აპირებენ.
"თუ როგორ დასრულდება სახალხო კრება, ეს ხალხზეა დამოკიდებული",-აღნიშნა ბათიაშვილმა.
წარმომადგენლობითი სახალხო კრება პარლმენტის წინ 15.00 საათზე დაიწყება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პირველ საჯარო სკოლამდე ტერიტორია უკვე ხალხით არის სავსე.