არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს
09:56 14-07-2014
 ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს შსს მიერ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღების ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ამ საქმეში წარმატებები უსურვა.
"გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ჭიკაიძის უწყებამ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. ეს არის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი. ეს არის უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არ ამოღებულა არა თუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. მე მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება. დასაფასებელია ის მუშაობა, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მართლაც უპრეცედენტო იყოს. გასულ წლებში არასდროს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკის ამოღების ფაქტი. გასულ წელს ჩვენ 116 კილო ნარკოტიკი ამოვიღეთ, რაც იყო რეკორდი და ახლა ლექსომ ეს რეკორდი მოხსნა. ეს ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას ემსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასულ კვირას სამართალდამცავებმა 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღეს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე
 ამირან სალუქვაძე - სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული
 ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
„ახალმა საქართველომ“ პროკურატურაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება შეიტანა
„ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საქმეზე კიდევ ერთი განცხადება