არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ალეკო ელისაშვილი - თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ
13:22 15-07-2014
ალეკო ელისაშვილი - თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ პირადი ავტომობილები ძირითადად თავმჯდომარისა და მოადგილეების ოჯახის წევრებს ხმარდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა . მისი თქმით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა, რომლისთვისაც გამოყოფილია 432 000 ლარის საწვავი, რაც დიდი თანხაა.
"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ღარიბ ქვეყანაში და თითოეულ თეთრს სჭირდება გაფრთხილება. ჩემი ინიციატივა ემსახურება იმას, რომ ფუფუნებაში არ იცხოვრონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ პოსტებს ზომავენ არა პასუხისმგებლობით, არამედ "ჯიპების" სიდიდით. ღარიბ ქვეყანაში საკრებულოს თავმჯდომარეები და დეპუტატები არ უნდა ცხოვრობდნენ ფუფუნებაში. ჩემი ინფორმაციით, საკრებულოს ემსახურება 38 მანქანა, რაც არანორმალურია. მხოლოდ საწვავში იხარჯება 432 000 ლარი. დღეში იხარჯება იმდენი საწვავი, რაც პატრულის ეკიპაჟისთვის. რეალურად, თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, მანქანას ძირითადად მოიხმარენ სამსახურში მოსასვლელად და წასასვლელად. დანარჩენი საწვავი იხარჯება მათი ოჯახის წევრების, ახლობლების აგარაკზე, მაღაზიებში, ბაზრობასა და სხვა ადგილებში წასაყვანად", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ფიქრობდეს ხარჯების შემცირებაზე.
"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება ვნახე, რომ ქვეყანა როცა დამშვიდდება, მერე იტყვის უარს ასეთ რამეებზე. ქვეყნები იმიტომ განვითარდნენ, რომ მერებმა, მინისტრებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ძვირადღირებულ ავტომობილებზე და დადიან ფეხით, ველისიპედით, მეტროთი და ა.შ. შევარდნაძის ჩინოვნიკები ცალი კალოშით მოვიდნენ და მილიონერები გახდნენ, სააკაშვილის ჩინოვნიკები ფეხშველები და მულტიმილიონერები გახდნენ, ახლა კი ახალი მთავრობა ცდილობს, რომ მილიონერები გახდნენ", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საკრებულოში, წინა მოწვევის მსგავსად, "ქართული ოცნება" აპირებს 12 ფრაქციის, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" 2 ფრაქციის შექმნას, რომ თავმჯდომარეებმა ავტომობილებით იარონ.
რაც შეეხება "სითი პარკის" საკითხს, როგორც ელისაშვილი აცხადებს, ის ამ საკითხსაც დააყენებს საკრებულოში.
"ყველაფერი რაც არეულდარეულია ქალაქში, უნდა გამოსწორდეს. ძალიან კარგია, რომ მამუკა ახვლედიანი არის საკრებულოს წევრი, რომელიც არის "სითი პარკთან" დადებული დანაშაულებრივი გარიგების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. დასვავთ ახვლედიანს და მოვაყოლებთ რა და როგორ იყო", - აღნიშნა ელისაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე
 ამირან სალუქვაძე - სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული
 ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
„ახალმა საქართველომ“ პროკურატურაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება შეიტანა
„ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საქმეზე კიდევ ერთი განცხადება