არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
კახა კალაძე - აზერბაიჯანის პრეზიდენტთან "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა
20:36 05-11-2015
კახა კალაძე - აზერბაიჯანის პრეზიდენტთან "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოში "სოკარი" ახორციელებს. "ჩვენ ალბათ ხვალ უკვე ხელს მოვაწერთ მემორანდუმს. ეს არის ელეტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. ანუ, შესაძლებლობა გვექნება ქვესადგურების მიერ აზერბაიჯანში გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით თურქეთში გატანის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე აზერბაიჯანული მხარისთვის. ეს იყო ძირითადი თემები, "გაზპრომზე" საუბარი არ ყოფილა.
მე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება, ის მოლაპარაკება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს "გაზპრომთან" მიმართებაში, ეს მოლაპარაკებები ხორციელდებოდა ყოველწლიურად, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, მანამდეც, შევარდნაძის დროსაც, გრძელდება დღესაც და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ იმ მილსადენის, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით გადის სომხეთის მიმართულებით, იცით, რომ ვიღებთ 10% გაზს გატარებული მოცულობის. ეს ხელშეკრულება ფორმდება ყოველწლიურად და დღეს ჩვენ გვაქვს ვადა დეკემბრამდე, რომ ანალოგიურად 1 წლით კიდევ გავაგრძელოთ ეს ხელშეკრულება", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ აზერბაიჯანს აქვს საკმარისი გაზი, ხომ არ გულისხმობდა კომერციულ გაზს, კალაძემ აღნიშნა, რომ კომერციულ გაზზე არ იყო საუბარი.
"თქვენ იცით, რომ სოციალურ გაზს მოსახლეობა იღებს, ამას აბსოლუტურად უზრუნველყოფს აზერბაიჯანი. რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, გასული წლების განმავლობაშიც ამის აუცილებლობა ყოველთვის იყო. გარდა იმისა, რომ 10% ჩვენ შემოგვქონდა იმ მილსადენიდან, რომელიც სომხეთის მიმართულებით მიდის, ჩვენ დამატებით კომერცულ გაზს ვყიდულობდით ყოველწლიურად", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ბარამიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებს ჩვენ მშვიდობიანად ვერ გავათავისუფლებთ, თუ არ გვექნა სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი, რომ დაიცვას თავისი ინტერესები
ოკუპირებულ ტერიტორიებს ჩვენ მშვიდობიანად ვერ გავათავისუფლებთ, თუ არ გვექნა სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი, რომ დაიცვას თავისი ინტერესები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი
საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი განვითარება,
“ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები ხვალ ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები ხვალ ზუგდიდსა და ქუთაისში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 97-ე სემინარს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სემინარის პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა
ნინო გოგუაძე - კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირები არ შეიძლება იკავებდნენ თანამდებობას ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში
პირები, რომლებიც შესაძლოა კორუფციულ საქმიანობასთან იყვნენ დაკავშირებული, არ შეიძლება იკავებდნენ რაიმე თანამდებობას, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ
გიორგი მარგველაშვილი - დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის
დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში
გიორგი მარგველაშვილი - რამდენიმე საკითხია, სადაც ძალიან გული მწყდება, რომ მე და “ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოვახერხეთ კოორდინირებული მოქმედება
რამდენიმე საკითხია, სადაც ძალიან გული მწყდება, რომ მე და “ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოვახერხეთ კოორდინირებული მოქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა
გიორგი მარგველაშვილი - მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ - ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი?
ჩვენ ვნახეთ პროპაგანდისტული ომი შპარგალკებით და იეჟოვის ტერმინოლოგიით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილი - ნატოს სემინარზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს პოლიტიკის მსგავსი მიდგომები გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნებშიც
ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი დასრულდა. საქართველოსა და ალიანისის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რუსეთის