არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3885
EUR
1 EUR
2.7936
RUB
100 RUB
4.0193
18-08-2017
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ევროპულ რეალობაში
13:57 29-11-2015
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ევროპულ რეალობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხის განხილვა დღევანდელი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების გზებზე სათანადო დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს და არა ის, რომ "სახელმწიფო მინისტრი რაღაცას იტყვის და საზოგადოება არ მიჰყვება". საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაჟღერებული იდეა, საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, ზაქარეიშვილის თქმით, მისი პირადი პოზიციაა და ამის თაობაზე მთავრობის შიგნით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
"ეს არც ინიციატივაა და არც შეთავაზება. ეს არის ჩემი პოზიცია. მე მგონი ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომ ასეთი დისკუსიებისთვის მზად არ არის. მაგალითად თავის დროზე ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა პრემიერ-მინისტრმა ერთა თვითგამორკვევის შესახებ და საზოგადოებამ ეს გაატარა. საკმარისია ჩაიფიქრო, რომ მიდიხარ, ვთქვათ, ქუთაისში, სიტყვაზე და უცებ იწყებ ფიქრს, რითი მიდიხარ – ურმით, "მარშუტკით", თვითმფრინავით. ანუ, აფხაზეთის დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როგორ ვიბრუნებთ, რა გზით, რა საშუალებით – ამაზე მსჯელობა არ არის. 2004 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა – ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი – აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?! მე ასე ვხედავ, თუ სხვა სხვანაირად ხედავს, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია. აქედან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა სახით წარმოგვიდგენია აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ფედერაციული მოწყობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და დღევანდელი მთავრობა ამაზე არ მსჯელობს.
"მე, როგორც მინისტრი, ამას ვერ მოვესწრები. ჩვენი ამოცანაა დღევანდელი დღე - ჯანდაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა კონფლიქტის ზონაში, რუსეთთან ურთიერთობები. დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე არ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი _ როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტით შეძრწუნებულია. „შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში
ირაკლი კობახიძე - ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი კვირიკაშვილი - ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს
ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.
ანა დოლიძე - ქვეყანაში შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძისა და რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის საქმეს ეხმიანებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს ეხმიანებიან. არასამთავრობოები
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეხვდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ 21 აგვისტოს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატი დასახელდება
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს ”თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე,
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ხვალისთვის დანიშნულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სამართლებრივ საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველს შეხვდნენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ის საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდნენ და სისხლის სამართლის