არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს
10:25 07-12-2015
FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" FactCheck.ge-დან აცნობეს, გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხებოდა. ხუნდაძის თქმით, "აბორტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთი წლის განმავლობაში 2014 წელს, 7 000-ით კლება დაფიქსირდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ერთი ან ორი ათასით ყოველწლიური მატება იყო". საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა 3.5 ათასით შემცირდა. აბორტების რაოდენობა შემცირდა 2013 წელსაც - 2.2 ათასით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში (2008-2012) აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა.
FactCheck.ge-ის ცნობით, აბორტების რაოდენობის შემცირებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებამ. ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა სელექციური აბორტები, გაიზარდა აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა და უკანონო აბორტებზე სანქციები გამკაცრდა. ყოველივე ამან გრძელვადიან პერსპექტივაში აბორტების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მართალია, დიმიტრი ხუნდაძე არასწორად ასახელებს რიცხვს, თუმცა ფაქტია, რომ აბორტების რაოდენობა 2013-2014 წლებში, მათ შორის, მთავრობის მხრიდან აბორტების წინააღმდეგ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ბიძინა ივანიშვილის დახმარებით 500-ზე მეტი ვაზის ჯიში შენარჩუნდა. 7-8 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურაში სანერგე მეურნეობა გააკეთა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი ინვესტიციაა ჩადებული. მან ეს სანერგე მეურნეობა უსასყიდლოდ გადმოსცა სახელმწიფოს, რასაც მინდა მადლიერებით გავუსვა ხაზი".
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს შეიქმნა. აღნიშნულ მეურნეობაში 437 ქართული და 350 უცხოური ვაზის სახეობაა გაშენებული. ჯიღაურას სანერგე მეურნეობა 2014 წელს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეხებოდა. არაალკოჰოლური სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურმა განაცხადა: "ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება პროდუქციის ფასზე, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას და ბიზნესს არ მოუწევს თანხის გადახდა მარკირებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს აღრიცხვიანობა, არ გაძვირდეს პროდუქცია და ბიზნესს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები".
2012 წელს მიღებული იქნა და 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც არაალკოჰოლური სასმელების მარკირება სავალდებულო გახდა. მომსახურების საფასურის გადახდა, კანონმდებლობით, მწარმოებლის ვალდებულებად დარჩა და შემოსავლების სამსახურს მისი გადახდა მხოლოდ 2016 წლის პირველ იანვრამდე ეკისრება. შესაბამისად, საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთიც მომავალში ბიზნესზე გადადის.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ცვლილების შესაძლო გავლენა ფასწარმოქმნაზე, თუმცა მარკირების საფასურის მწარმოებლების მიერ გადახდის შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება დასაშვებია. შესაბამისად, ნოდარ ხადურის ეს განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პარტია "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის, მამუკა კაციტაძის განცხადებაც გადაამოწმა. პარლამენტის საარჩევნო სისტემაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველო უნიკალური სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ერთპალატიანი პარლამენტი და ის ირჩევა როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემითაც. კაციტაძის თქმით, არცერთ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი და პროპორციული კანდიდატები ერთად არ ირჩევა. მან აქვე განმარტა, რომ ასეთი სისტემა მხოლოდ ორ სახელმწიფოშია, ესენია ბელორუსი და აზერბაიჯანი, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ბელარუსისა და აზერბაიჯანის დემოკრატიისკენ არ უნდა მიდიოდეს.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოა. ამასთან, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა (ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, პარლამენტი ორპალატიანი იქნება. ევროპულ სახელმწიფოებში შერეული საარჩევნო სისტემა ძირითადად ორპალატიანი პარლამენტის პირობებში გამოიყენება. ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოების შემთხვევაში კი აშკარა ტენდენციას საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება წარმოადგენს.
როგორც ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, მამუკა კაციტაძის კონტექსტი სწორია, თუმცა ის რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას მოიცავს. მაგალითად, მის მიერ გამონაკლისად დასახელებულ ბელარუსში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იმიტომ გამოიყენება, რომ რეალურად ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანია. ფაქტ-მეტრმა ასევე დაადგინა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროპაში კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაც არსებობს, სადაც ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში შერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ მამუკა კაციტაძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს
რომან გოცირიძე - თუ უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ მოხდა შერწყმა, მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით
თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ შეირწყა,
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა
იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება,
თამარ ჩუგოშვილი - ის, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დღეს არ მომხდარა, ნიშნავს, რომ ეს ნაჩქარევად არ ხდება
ის, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება,
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის
გია ვოლსკი - ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება
ვფიქრობ, ევროინტეგრაციის სამინისტროს ძალიან დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, რომელიც არ დაიკარგება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერჯერობით არ შესულა
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.
საკონსულტაციო კომპანიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ხვალ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის