
"111 პუნქტია გახსნილი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი თოვლმწმენდი ტექნიკა და ტექნიკური მარილის მარაგი. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გაწმენდითი სამუშაოების წარმოების შედეგად გაიხსნა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის და ჩოლაბაურის ხიდი-თერჯოლის საავტომობილო გზა. თუმცა, თოვლისა და ყინულის, ასევე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე საავტომობილო გზაზე რჩება მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, რის შესახებაც მოსახლეობას ინფორმაცია აქტიურად მიეწოდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება გამოძახებებს, ვიცე პრემიერის განცხადებით, 5 იანვრის ჩათვლით ოპერატიული მართვის სააგენტოს ოპერატიულ შტაბში 1 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, გამოძახებებზე მოხდა მყისიერი რეაგირება.
მისივე თქმით, მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 40-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.
PLAYER_GET_VIDEOFLASH