არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
თამაზ მეჭიაური - ლოგიკას მოკლებული სცენარი არ არის ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლომდე გადავადდეს
12:17 06-01-2016
თამაზ მეჭიაური - ლოგიკას მოკლებული სცენარი არ არის ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლომდე გადავადდეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტისთვის ძირითადი ბრძოლა წლის ბოლოსთვის გაიმართოს.
როგორც მეჭიაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ლოგიკას მოკლებული სცენარი არ არის", ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლომდე გადავადდეს, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა განახლდება.
"კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თავისი რიგებიდან ირჩევს ეროვნული ბანკის საბჭო და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. აქ პარლამენტი უკვე არანაირი ფორმით არ მონაწილეობს, ფაქტობრივად, ბურთი ქვეყნის პრეზიდენტის მინდორზეა და უმეტესწილად ის განსაზღვრავს, ვინ იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი. მოგეხსენებათ, ძნელი სათქმელია ვის შეარჩევს საბჭოს 7 წევრი, საიდანაც უკვე სამი იქნება ისეთი, რომელსაც წლის ბოლომდე გასდის ვადა და ორი - პრეზიდენტის მიერ წარდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული, დანარჩენი ორი - უფრო მეტი ვადით არჩეული. არ არის გამორიცხული, გარდამავალ ეტაპზე შეირჩიეს ვინმე, ვისაც უფლებამოსილების ვადა წლის ბოლომდე გასდის და ის იყოს თავისი უფლებამოსილების ვადით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ან პრეზიდენტი და შემდეგ ეს ყველაფერი - ძირითადი ბრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის - გადაიტანოს შემოდგომის შემდეგ, როცა უკვე სრულად დაკომპლექტდება ახალი საბჭო", - განაცხადა მეჭიაურმა.
ამასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ პარლამენტს არანაირი ზეგავლენის მოხდება არ შეუძლია იმ გადაწყვეტილებაზე, თუ ვის წარადგენენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პარლამენტს მზადყოფნა, დაამტკიცოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, მეჭიაურის აზრით, "თუ კარგი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, რაიმე მოტივი, რომ პარლამენტმა ჯიბრზე არ დაამტკიცოს იგი, არ არსებობს".
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის თავმჯდომარესა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება. "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის კომპეტენცია საქართველოს პრეზიდენტს აქვს და მათ პარლამენტი სწორედ ქვეყნის პირველი პირის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და 7-წლიანი ვადით ირჩევს. საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც, თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, ეს ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით უშუალოდ საბჭოს შემადგენლობიდან.
ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 7 წლიანი ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ, შესაბამისად გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ საბჭოში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდება და საბჭო დანარჩენი - 6 კაციანი შემადგენლობით კვლავ უფლებამოსილი იქნება მუშაობა გააგრძელოს. წლის ბოლოს ეწურება უფლებამოსილების ვადა საბჭოს კიდევ სამ წევრს: არჩილ მესტვირიშვილს, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევას კონსულტაციების გზით აპირებს. როგორც პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და თავად საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაიმართება. კონსულტაციების ფარგლებში აბაშიშვილმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად,
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის
გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია
თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია, - ასე უპასუხა პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას
პარლამენტის თავმჯდომარეს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დადებს და მოტივირებული შენიშვნები
პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება
კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაში, მონაწილეობას არ მიიღებს
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა