არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
ირაკლი კოვზანაძე - ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო სამუშაო პირობების შექმნას და კანონის შესრულების მონიტორინგს ითხოვს
20:28 06-01-2016
ირაკლი კოვზანაძე - ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო სამუშაო პირობების შექმნას და კანონის შესრულების მონიტორინგს ითხოვს ის, რასაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ითხოვს სამუშაო პირობების შექმნა და კანონის შესრულების მონიტორინგია, - ამის შესახებ სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს.
პარლამენტში, დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით კოვზანაძე დამატებით განმარტებებს აკეთებს.
"ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შექმნილი და დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. სააგენტომ 30 ნოემბერს წერილით მიმართა პარლამენტს, მომხდარიყო სააგენტოსთვის სამუშაო პირობების შექმნა და კანონის შესრულების მონიტორინგი. ეს არის და ეს. საკონსტიტუციო სასამართლომ რაღაც საკითხები შეაჩერა, რაღაც – არა. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. არ ვსაუბრობთ არც ხელფასის დანიშვნაზე, არც ბიუჯეტზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ განხორციელდეს კანონის შესრულების მონიტორინგი და სამუშაო პირობების შექმნა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი კოვზანაძე.
მან აქვე განმარტა, რომ საზედამხედველო სააგენტო ვერ ფუნქციონირებს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ არა აქვს ოფისი შეკრებისათვის.
"სააგენტოს არც ერთ წევრს ფუნქცია შეჩერებული არ აქვს, მაგრამ არა გვაქვს ადგილი შეკრებისათვის", - აღნიშნა კოვზირიძემ.
სპეციალური წერილით დავით უსუფაშვილს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლებმა 30 ნოემბერს მიმართეს.
"როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებეულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა) რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამისს კომიტეტეს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები: ტერნესი, ურუმაშვილი და გალდავა.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და ირაკლი კოვზანაძე დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს და მის პირველ მოადგილეს ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
პრემიერი - იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ
ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს
პარლამენტი, ხვალ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება
პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სესია, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას,
კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდეს
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ
პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს რეგისტრაციისთვის დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ
რეგისტრაციის გავლის მიზნით შესაბამისმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს განცხადებით უნდა მიმართოს დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა,
სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა იმართება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის