არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი განიხილება
14:44 07-01-2016
ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი განიხილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება.
როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი თავადაც არ არის წინააღმდეგი.
"ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა გაახმოვანა თავისი სურვილი, რომ პარტიული პოზიციიდან წავიდეს", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილს არ აქვს პარტიული გამოცდილება, კვაჭანტირაძის თქმით, მას მარტო არ დატოვებენ გამოცდილი პარტიული კადრები, შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
მისივე განმარტებით, კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება არა იმიტომ, რომ ის პრემიერია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდის სურვილი.
"თავად გუნდს სურს, რომ კვირიკაშვილი იხილოს პარტიის და კოალიციის ლიდერად", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, კვაჭანტირაძის თქმით, ამაზე მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა
ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება
პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება.
მიხეილ ბენიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება,
თამარ ჩუგოშვილი - ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ
ამ ეტაპზე ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კითხვას,
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს
პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესის გადაწყვეტილებას
ჩვენ, ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავების ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენება
სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო გუშინდელ სპეცოპერაციის
მთავრობა პარლამენტს სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რიგი სამინისტროების
ნინო ლომჯარია - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განმიხილავს
სახალხო დამცველის პოსტზე ჩემთვის შემოთავაზება მმართველი გუნდიდან არ ყოფილა, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის ყოფილმა მოადგილემ,
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველად სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება
პირადად ჩემთვის, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი