არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
დავით ნარმანია - კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობა გაძლიერდება
12:52 08-01-2016
დავით ნარმანია - კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობა გაძლიერდება დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რაც შეეხება სანქციებს, მეც მინდა ამას გამოვეხმაურო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ. ისევე, როგორც კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას, ასევე სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან იმისათვის, რომ ურთიერთობა ერთი მხრივ, არ გაცდეს სახელშეკრულებო ფარგლებს და მეორე მხრივ, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რაიმე სამუშაოს ასრულებს, დროულად და ხარისხიანად უნდა დაასრულოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, შეექმნა თუ არა მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემები და იყო თუ არა კომპანია, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება, ნარმანიამ განმარტა, რომ გზებთან მიმართებაში ეს იყო ორი-სამი კომპანია, ასევე იყო კომპანიები, რომელიც კომუნიკაციების სამუშაოებს ასრულებდნენ.
"გზებთან მიმართებაში იყო ორი-სამი კომპანია, რომლებსაც მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ და შესაბამისად, დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ასევე არიან კომუნიკაციების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები, რომლებთაც უზიანდებათ კომუნიკაციები ან დამატებით აქვთ გასაყვანი და ჩვენგან იღებენ ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა დროულად დაასრულოს სამუშაო", - განმარტა თბილისის მერმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაეკისროს ვალდებულების დამრღვევ კომპანიებს, ნარმანიამ განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული სანქციები.
"მათ შორის ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას, მოეკიდებიან მეტი პასუხისმგებლობით და მათზეც გავრცელდება შესაბამისი პასუხისმგებლობა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იან კელი - მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად,
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება
საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის
გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია
თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია, - ასე უპასუხა პარლამენტის
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას
პარლამენტის თავმჯდომარეს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დადებს და მოტივირებული შენიშვნები
პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება
კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია
საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაში, მონაწილეობას არ მიიღებს
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვის მიზნით რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა