არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4808
EUR
1 EUR
2.9546
RUB
100 RUB
4.2708
22-09-2017
ეკა ბესელია - საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესი არასტაბილურობას შექმნის
16:36 08-01-2016
ეკა ბესელია - საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესი არასტაბილურობას შექმნის უმჯობესია, პრეზიდენტი იმ არგუმენტებს გაეცნოს, რაზეც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი, რაც არა 2020 წლისთვის, არამედ 2016 წელს უნდა მოხდეს.
ეკა ბესელიას თქმით, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის.
"ამ დროისთვის იმდენი არგუმენტი იყო ნათქვამი და იმდენზე იყო ეს პოლიტიკური შეთანხმება ახსნილი, რომ არა მგონია, რაიმე გაუგებარი იყოს. პრეზიდენტი, უმჯობესია, ამ არგუმენტებს გაეცნოს. საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მუდმივი ცვლილებების პროცესში ყოფნა არასტაბილურობას შექმნის. პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია ის ცვლილებები, რასაც მან ხელი მოაწერა და შესაბამისად, სურვილებით გაკეთებული განცხადებები არ ქმნის სერიოზულ პოლიტიკურ ფონს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ხელმოწერის მიუხედავად, "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები "არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ".
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოებას რამდენიმე გარემოება განუმარტა.
"დღეს მე ხელი მოვაწერე "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება: პირველი - ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია და რეალურად საარჩვენო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაია ბითაძე - მდინარე მტკვარს სათანადო ყურადღება დაეთმობა, რომელიც ისეთივე ზრუნვას იმსახურებს, როგორსაც მთელი ქალაქი
სხვადასხვა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტის შემოტანის გარდა, მმართველი გუნდი დანაგვიანების საკითხისადმი ძალიან მკაცრი იქნება,
ვახტანგ ყოლბაია საქართველში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო
„შენების მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატი ლეილა მამედოვა იქნება
„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ, მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინეს. მოძრაობის სახელით მარნეულში ლეილა მამედოვა იბრძოლებს.
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის დაფინანსებით ერედვში ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას ისახავს მიზნად
რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით სოფელ ერედვში ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას
”დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” - მედიკამენტებთან დაკავშირებით მომზადებული სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ დაბლოკეს
საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” განცხადებით, მედიკამენტებთან დაკავშირებით მომზადებული სარეკლამო
ქეთევან ციხელაშვილი - უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის განმტკიცების საკითხში
უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობის განმტკიცების საკითხში, - ამის შესახებ შერიგებისა და
„კარდაკარის“ ფარგლებში ლევან დავითაშვილმა ვაზისუბნის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა ვაზისუბნის დასახლების პირველი
თამარ ხულორდავა და აკაკი ზოიძე ბაქოში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობენ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
ნინო ბურჯანაძე - რიგ საკითხებში ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა არსებობდეს წყალგამყოფი პარტიების საგარეო ვექტორების სახით
რიგ საკითხებში ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა არსებობდეს წყალგამყოფი პარტიების საგარეო ვექტორების სახით, - ამის შესახებ
ზაზა ბიბილაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება უტიფრობითა და კომიკურობით გამოირჩევა
ირაკლი კობახიძის განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერის უდაბლესი სტანდარტითაც კი უტიფრობითა და კომიკურობით გამოირჩევა,