არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
"ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს
11:55 11-01-2016
"ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისგან "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარტია მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით აქტიური კამპანიის დაწყებას აპირებს.

"საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც რუსული "გაზპრომის" საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლას ითვალისწინებს. მთავრობის განცხადებები თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე - გაზის მოწოდება განხორციელდება "გაზპრომის" მილსადენით, "გაზპრომის" სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს ლახავს.

"მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას. "გაზპრომზე" დამოკიდებულება ნიშნავს სიცივეს, გაყინულ საქართველოს, არაპროგნოზირებად და წამგებიან ეკონომიკურ გარემოს, ენერგეტიკული ბერკეტით ქვეყნის შანტაჟს და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც 2006 წელს ერთხელ უკვე განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა წიკლაურმა.

პარტიის აზრით, რუსულ "გაზპრომთან" ქართველი ხალხის ზურგს უკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რის კონტექსტშიც "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას.
"მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს აქტიურ კამპანიას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით", - განმარტა წიკლაურმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.
პარლამენტში ხვალ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში ხვალ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ.
პრემიერმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საერთაშორისო საზოგადოებას
გიორგი მარგველაშვილი - გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე - თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი
მიმაჩნია, რომ სანამ „გირგვლიანის შესწორებები“ ძალაში არ შევა, როგორც კანონი, მანამდე უნდა გავაჩეროთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში,
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე
საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას წარადგენს
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ხვალ უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება.
„რუსეთი მტერია“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა
„რუსეთი მტერია“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ევროპა ჩვენი სახლია“ რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა.
სოზარ სუბარი - იუნკრებმა თავი გასწირეს და მათ სიცოცხლეზე აშენდა 70 წლის შემდეგ ახალი და თავისუფალი საქართველო
იუნკრების სახელი და დიდება მოგვცემს შანსს, მომავალში საქართველო იყოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, - ამის შესახებ