არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გიორგი მარგველაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი
22:14 11-01-2016
გიორგი მარგველაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი, მაგრამ მიუხედავად ამისა საჭიროა მოქმედი კონსტიტუციის პატივისცემა და არა მასში მუდმივად ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
"უკეთესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია და ვერასდროს იტყვი, რომ იდეალური დეოკუმენტი შექმენი, იქნება ეს კონსტიტუცია თუ კანონი. რა თქმა უნდა რაც თქვენ ბრძანეთთ, რომ წინა ხელისუფლების მიერ რაღაც ხაფანგებივით იყო ჩადებული ამ კონსტიტუციაში, რომელიც ამოქმედდა მანამდე კი არა, სანამ სააკაშვილი კოჰაბიტაციის რეჟიმში იყო, არამედ ინაუგურაციის დროს. რა თქმა უნდა უკეთესი შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა. მე შემიძლია დაგეთანხმოთ და გითხრათ, რომ როგორც პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პირს, ბევრად უფრო მეტი უფლებები შეიძლება მინდოდეს, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა წინა საუკუნეებში. რამდენად წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ბატის ფრთით რომ იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს, კოსმიური ეპოქისათვის?! იმიტომ, რომ ისინი ერთგულინი არიან ამ დოკუმენტის, ისინი კონსტიტუციას ყოველდღე არ ცვლიან, სულ რამდენიმე შესწორება არის შესული. ჩვენ კი მუდმივად ვამბობთ, რომ ის კონსტიტუცია შეიძლება უკეთესი იყოს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ სხვა შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ მირჩევნია, რაც არის იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე ვცვლიდე რაღაცას. ყველა მოდელი იძლევა განვითარების შესაძლებლობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილი როგორც 2016 წელს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებშიც
მე ძალიან მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას - ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა, მეორე
საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, გადადგან ნაბიჯი უფრო გაღრმავებული
გიორგი მარგველაშვილი - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას
„ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა - ერთპარტიული
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა
ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ
პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.