არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
გიორგი მარგველაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი
08:42 12-01-2016
გიორგი მარგველაშვილი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს კონსტიტუციაში დატოვა ხაფანგები, რომელმაც ინაუგურაციის შემდეგ იჩინა თავი, მაგრამ მიუხედავად ამისა საჭიროა მოქმედი კონსტიტუციის პატივისცემა და არა მასში მუდმივად ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
"უკეთესის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია და ვერასდროს იტყვი, რომ იდეალური დეოკუმენტი შექმენი, იქნება ეს კონსტიტუცია თუ კანონი. რა თქმა უნდა რაც თქვენ ბრძანეთ, რომ წინა ხელისუფლების მიერ რაღაც ხაფანგებივით იყო ჩადებული ამ კონსტიტუციაში, რომელიც ამოქმედდა მანამდე კი არა, სანამ სააკაშვილი კოჰაბიტაციის რეჟიმში იყო, არამედ ინაუგურაციის დროს. რა თქმა უნდა უკეთესი შესაძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ, იქნება ეს პრეზიდენტი, დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ რიგითი ამომრჩეველი, ვისწავლოთ თამაშის წესების პატივისცემა. მე შემიძლია დაგეთანხმოთ და გითხრათ, რომ როგორც პირდაპირი არჩევნებით არჩეულ პირს, ბევრად უფრო მეტი უფლებები შეიძლება მინდოდეს, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ამერიკის კონსტიტუცია დაიწერა წინა საუკუნეებში. რამდენად წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ბატის ფრთით რომ იწერებოდა ტექსტი, ის იყოს ადეკვატური დღეს, კოსმიური ეპოქისათვის?! იმიტომ, რომ ისინი ერთგულნი არიან ამ დოკუმენტის, ისინი კონსტიტუციას ყოველდღე არ ცვლიან, სულ რამდენიმე შესწორება არის შესული. ჩვენ კი მუდმივად ვამბობთ, რომ ის კონსტიტუცია შეიძლება უკეთესი იყოს. მეც შემიძლია ვთქვა, რომ სხვა შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ მირჩევნია, რაც არის იმის ერთგული ვიყო და იმ თამაშის წესებით ვითამაშო, ვიდრე ვცვლიდე რაღაცას. ყველა მოდელი იძლევა განვითარების შესაძლებლობას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა
ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება
პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება.
მიხეილ ბენიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება,
თამარ ჩუგოშვილი - ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ
ამ ეტაპზე ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კითხვას,
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს
პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესის გადაწყვეტილებას
ჩვენ, ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავების ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენება
სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო გუშინდელ სპეცოპერაციის
მთავრობა პარლამენტს სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რიგი სამინისტროების
ნინო ლომჯარია - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განმიხილავს
სახალხო დამცველის პოსტზე ჩემთვის შემოთავაზება მმართველი გუნდიდან არ ყოფილა, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის ყოფილმა მოადგილემ,
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველად სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება
პირადად ჩემთვის, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი