არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
გია ვოლსკი - "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებაზე იქნება საუბარი
14:07 12-01-2016
გია ვოლსკი - "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებაზე იქნება საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხზე იქნება საუბარი.
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებისა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხებზე ექსპერტებთან შეხვედრას მართავს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მაღალი დონის ექსპერტებთან საინტერესო კონსულტაციები იმართება.
მისივე თქმით, ამ დღეებში დიდი დოზით გავრცელდა დეზინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში გამიზნული და ხშირ შემთხვევაში არა გამიზნული.
"საქმე იმაშია, რომ საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორისგან აზერბაიჯანისგან "სოკარის" მეშვეობით, გაზის გარკვეულ რაოდენობას იღებს, რომელიც მოთხოვნილების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს. 2003 წლიდან დეფიციტის გარკვეული რაოდენობის შევსებას ახდენს "გაზპრომის" მეშვეობით. "გაზპრომს" აქვს ინტერესები, რომ სომხეთს მიაწოდოს ბუნებრივი აირი და რასაკვირველია, დამოკიდებულია იმ გატარებაზე, რომელსაც საქართველო უზრუნველყოფს. ასე რომ, ურთიერთდამოკიდებულება არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, არსებობს დეფიციტის შევსების აუცილებლობა, რაც 2003 წლიდან მოყოლებული ხორციელდება. საუბარია სხვადასხვა მოცულობაზე, დაწყებული 40 მილიონი კუბამეტრიდან, დამთავრებული 130-150 მილიონ კუბამეტრამდე, რასაც უზრუნველყოფს "გაზპრომი".
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან იქნება საუბარი ასევე ბუნებრივი აირის დეფიციტთან დაკავშირებულ საკითხზე.
"ხვალ "სოკარის" წარმომადგენელი ჩამოვა, ექნებათ დეტალებზე საუბარი, ძირითადად, ფასზე და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ საიდან, რა წყაროთი შეავსონ დეფიციტი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეხვედრას ექსპერტებთან ერთად ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც.

როგორც დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს საინტერესო შეხვედრა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ხდება დეფიციტის შევსება "სოკარის" მეშვეობით, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო "სოკარისგან" იღებს იმას, რამდენსაც ის ფიზიკურად მოაწოდებს ქვეყანას.

"სოკარს" რისი მოწოდების საშუალებაც აქვს, მაქსიმალურად იმაზე უარს არავინ არ ამბობს. რამდენსაც ფიზიკურად მოგვაწოდებს, იმდენს იღებს საქართველო "სოკარიდან", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივი
მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
მარია ზახაროვა - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა
მამუკა ბახტაძე – ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას
ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, - ამის შესახებ
კახეთში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია გაიმართა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში
მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული
ეკა ბესელია სლოვენიას ვიზიტით ეწვევა
ეკა ბესელია, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, 23-25 აპრილს, სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სლოვენიას ვიზიტით ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციაში შედიან ასევე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ვიზიტი ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება და სასამართლო რეფორმის საკითხებს შეეხება.

შეხვედრები გაიმართება სლოვენიის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს პრეზიდენტთან
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარს უმასპინძლებს
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიცაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა
სამხრეთ საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ ნიცაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჯანელიძე ბათუმში შეხვედრას გამართავს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმს ეწვევა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან,