არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ
22:11 12-01-2016
მაირ მამედოვი - ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია, - ამის შესახებ "სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაირ მამედოვმა "მაესტროს" განუცხადა.

როგორც მამედოვმა აღნიშნა, ამ პროგნოზებს გეგმაში ყოველთვის ითვალისწინებენ, ამიტომ, მოულოდნელი არაფერი არ არის.
"ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ მივიღებთ. ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ, საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება. გვაქვს ორი გაზსადენი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი და შესაბამისად, მიწოდებასაც ვზრდით", -განაცხადა მამედოვმა.

"სოკარის" წარმომადგენელს თბილისში ოფიციალური შეხვედრები ხვალ აქვს ჩანიშნული. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.

"დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი "სოკარიდან" წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია "ყაზახი". 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა ამტკიცებს, რომ გაზის მოხმარება გაიზარდა - რას პასუხობს "სოკარი" კალაძის განცხადებას


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ ჯანელიძე - საქართველო მზადაა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ნატოში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე
 ამირან სალუქვაძე - სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული
 ვახტანგ მახარობლიშვილმა ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის
 გიორგი კვირიკაშვილი დღეს ვაშინგტონში მაიკ პენსს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
„ძვირფასო მეგობრებო, ფინეთმა 100 წლის იუბილე გასულ წელს აღნიშნა, ახლა კი თქვენი ჯერია. თქვენ შესანიშნავი ერი ხართ და უნდა იამაყოთ
 აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს - მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის
მადლობას გიხდით ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-სთან პარტნიორობისა და მეგობრობისთვის და გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, - ამ სიტყვებით
გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია
ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია
პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც
ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც,
„ახალმა საქართველომ“ პროკურატურაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება შეიტანა
„ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა მთავარ პროკურატურაში უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საქმეზე კიდევ ერთი განცხადება