არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
თამარ კორძაია - ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის მოწოდებულ პასუხს "გაზპრომზე"
12:36 13-01-2016
თამარ კორძაია - ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის მოწოდებულ პასუხს "გაზპრომზე" ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 2015 წლის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხს "გაზპრომთან" დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას "გაზპრომის" საკითხზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

თამარ კორძაიას ინფორმაციით, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი"გაზპრომთან" ხელშეკრულების ხელახლა გაგრძელებაზე, ფრაქცია "რესპუბლიკელები" დაინტერესდა ამ საკითხით და ვრცელი წერილი გააგზავნა ენერგეტიკის მინისტრთან, პასუხი კი 2015 წლის 30 ოქტომბერს მიიღეს.
"ჩვენ გვაინტერესებდა იზრდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში, თუ იზრდება რა სეგმენტზე. ეს არის სოციალური გაზი თუ კომერციული მიწოდება, ასევე თუ იზრდება გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება მოყვეს "გაზპრომთან" ურთიერთობას. გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით "სოკართან" გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, 2009 წლიდან. სახელმწიფო "გაზპორმიდან" კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვს შესაძლებობა თავად აირჩიონ მომწოდებელი. შესაბამისად ამ პასუხში ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა გაზრდა რუსეთიდან გაზის ექსპორტის. გუშინ კიდევ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად რაც აქვს საქართველოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, საჭიროა დასაბუთება თუ რომელ სეგმენტზე გაიზარდა მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ ეს პირობები შეიცვალა. კორძაიას თქმით, "რესპუბლიკელებისთვის" ასევე მნიშვნელოვანია გათვლილი იყო თუ არა პოლიტიკური ფასი ამ ურთიერთობების გაღრმავების და გაზის მოწოდების გაზრდის შემთხვევაში.

"როდესაც ჩვენ ასეთი კითხვით მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს, პასუხი იყო ასეთი, რომ იმის გათვალისწინებით, რომ არ იგეგმება ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ "გაზპრომიდან" კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ორი თვის წინ პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია არ ხდებოდა, ჩვენ გვაინტერესებს ამ ორი თვის განმავლობაში რადგან ვითარება შეიცვალა, მოხდა თუ არა და დაიწყო თუ არა პოლიტიკური რისკების მონეტიზაცია და ასევე გვაინტერესებს რა მოხდა ისეთი, რომ ორი თვის განმავლობაში ამ წერილის შინაარსი შეიცვალა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ანდრეი პარუბი - საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა
ვიცით, რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ
დევიდ კრამერი - საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის
“ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტის, დევიდ კრამერის შეფასებით, „საქართველო გაჩერებულია ერთ ადგილზე და რთული სათქმელია, საით მიდის“.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნესგაერთიანებების
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს
ყოველწლიურად ჩინეთი 56 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმ სახეობის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთაც დღეს
თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საჯარო ბაგა-ბაღების საკითხზე ისაუბრა.
ქართველ ექსპორტიორებს შანხაიში საერთაშორისო იმპორტის ექსპორტზე 1.5 მლნ კვ მეტრ ფართობზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ საქონლისა და მომსახურების გატანა
5-10 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო გამოფენა „China International Import Expo“ გაიმართება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა მიწვეული.
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ
მთავრობის ადმინისტრაციაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთიდან ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ
„საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა გაუადვილდებათ“, - განაცხადა პირველმა