არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3885
EUR
1 EUR
2.7936
RUB
100 RUB
4.0193
18-08-2017
დავით უსუფაშვილი - დღეს ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს "გაზპრომი" ჩვენ გამოვძებნეთ
19:21 13-01-2016
დავით უსუფაშვილი - დღეს ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს "გაზპრომი" ჩვენ გამოვძებნეთ დღეს ძალიან ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს "გაზპრომი" ჩვენ გამოვძებნეთ და მასთან მოლაპარაკებები ახლა დაიწყო, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
უსუფაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო "გაზპრომთან" ხელშეკრულებით ურთიერთობებში იმყოფება და ამ ხელშეკრულებას აქვს პირობები და ვადები.
"საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს საკუთრებაში არსებულ მილსადენში, რომელიც მოხერხდა და თავის დროზე არ მიეყიდა რუსეთს, რაზეც რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლება საუბრობდა, გადის გაზი. ეს გაზი სომხეთს მიეწოდება. ამასობაში, ამ გაზის ოპერირების პირობები, საქართველოს მიერ ტრანზიტის საფასურის მიღების ვადები და პირობები აუცილებლად მოსალაპარაკებელია, ამიტომ მოლაპარაკების ფაქტში რა სიახლე და პრობლემაა, მე ეს არ მესმის", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველო აღნიშნული ტრანზიტის მეშვეობით გაზს ყოველთვის იღებდა. "ეს არ არის ახალი გაზი – აქ შეიძლება იყოს ცოტა მეტი გაზი, ან ცოტა ნაკლები გაზი, მაგრამ რუსეთიდან გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით. არც ერთ ექსპერტს, ჟურნალისტს, წინა მთავრობის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსული გაზი არ უნდა მივიღოთ. 2011, 2010, 2009, 2008 წელს რუსული გაზი არავის ჩაუკეტავს და არ უთქვამს, რომ ჩვენს ენერგოსისტემაში იმდენად ბევრი გაზია, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ხვალაც და ზეგაც. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იყო და რჩება აზერბაიჯანი. რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ის თურქეთიდან, ირანიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან, ეს შესაძლებლობები და ვარიანტები საქართველოს უნდა ჰქონდეს", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
"რაც შეეხება "გაზპრომის" თემაზე პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის დაბარების და საკომიტეტო მოსმენის გამართვის მოთხოვნას, ამასთან დაკავშირებით უსუფაშვილი განმარტავს, რომ როდის, რა თემაზე ჩატარდება მოსმენა ამას თავად კომიტეტი წყვეტს და თუკი პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის აღნიშნულ საკითხზეც მოიწვევს სხდომას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტით შეძრწუნებულია. „შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში
ირაკლი კობახიძე - ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი კვირიკაშვილი - ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს
ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.
ანა დოლიძე - ქვეყანაში შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძისა და რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის საქმეს ეხმიანებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს ეხმიანებიან. არასამთავრობოები
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეხვდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ 21 აგვისტოს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატი დასახელდება
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს ”თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე,
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ხვალისთვის დანიშნულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სამართლებრივ საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველს შეხვდნენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ის საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდნენ და სისხლის სამართლის