არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტია, არამედ - ეროვნული იდენტობის ნაწილიც
17:55 15-01-2016
მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტია, არამედ - ეროვნული იდენტობის ნაწილიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მინისტრმა დიპლომატებს საგარეო უწყების მიზნები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, "რომელიც არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტია, არამედ ეროვნული იდენტობის ნაწილიც, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები სრულად იზიარებენ ევროპული ღირებულებების სისტემას და სწამთ, რომ ქვეყნის უსაფრთხო, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეშია შესაძლებელი".

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც მთავრობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას, და ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს კონსტრუქციული მონაწილეობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა შერიგების პროცესში ნდობის აღდგენისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა.

საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ გასული წლის მოვლენებიც შეაჯამა, კერძოდ, მან 2015 წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, მათ შორისაა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რაც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მინისტრმა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკური დიპლომატია დაასახელა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას და საერთაშორისო ასპარეზზე ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კონტექსტში მინისტრმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში.

გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დიპლომატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დღის წესრიგის პრიორიტეტული მიზნების შესრულების, კერძოდ, დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
პრემიერი - იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ
ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს
პარლამენტი, ხვალ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება
პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სესია, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას,
კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდეს
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ
პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს რეგისტრაციისთვის დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ
რეგისტრაციის გავლის მიზნით შესაბამისმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს განცხადებით უნდა მიმართოს დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა,
სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა იმართება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის