არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს
00:13 20-01-2016
კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.
"თავად "გაზპრომის" მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე – თქვენ იცით, რომ გატარებული მოცულობის 10 პროცენტი დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში "გაზპრომს" ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროში გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი და მივიღეთ შემდეგი შედეგი: დღეს "გაზპრომს" შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "რა ულტიმატუმს უყენებს "გაზპრომი" საქართველოს?"
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე - 2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან
2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან,
ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი კვირიკაშვილზე - მადლობას ვუხდი მას მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს
მადლობას ვუხდი გიორგი კვირიკაშვილს მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიცირება მოხდა, - ამის შესახებ
მიხეილ სააკაშვილი - ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები
ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გვჯერა, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემები
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე - უკრაინამ და საქართველომ ძალიან დიდი ზარალი განიცადეს რუსეთის აგრესიის გამო
უკრაინამ და საქართველომ ძალიან დიდი ზარალი განიცადეს რუსეთის აგრესიის გამო - ჩვენი ისტორიული და სუვერენული ტერიტორიები არის
პრეზიდენტი - სმენა უნდა გვქონდეს გამახვილებული და ევროპელი ქვეყნების ყურამდე მივაწვდინოთ, რომ გაცილებით მეტად ორგანიზებული რეაგირებაა საჭირო აგრესიული ქვეყნის ქმედებაზე
სმენა უნდა გვქონდეს გამახვილებული და ევროპელი ქვეყნების ყურამდე მივაწვდინოთ ის, რომ გაცილებით მეტად ორგანიზებული
ანდრეი კისკა - რეფორმების გატარება ძალიან ძნელია, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს
საქართველო ფანტასტიური ქვეყანაა და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს განვითარების შანსი, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ
გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოსთვის დახმარების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს საქართველოსათვის დახმარების პროცესში მისი პირადი