არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4826
EUR
1 EUR
2.9305
RUB
100 RUB
4.3371
17-10-2017
კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს
00:13 20-01-2016
კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.
"თავად "გაზპრომის" მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე – თქვენ იცით, რომ გატარებული მოცულობის 10 პროცენტი დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში "გაზპრომს" ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროში გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი და მივიღეთ შემდეგი შედეგი: დღეს "გაზპრომს" შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვთ შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "რა ულტიმატუმს უყენებს "გაზპრომი" საქართველოს?"
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს
1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს
არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ერეკლე მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის
ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის
ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს
მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს,
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში სკოლებში ძალადობის და ბულინგის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან მიმართვიანობის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე ბავშვი იყო,
საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს
საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს,
სოფიო ქაცარავა საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის არსებული
არჩილ თალაკვაძე - კანონდებლობა არ უკრძალავს საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების შემდეგ წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო
ირაკლი კობახიძე - კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო