არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
19-02-2018
კახა კალაძე – არ ვაპირებ რუსეთთან არსებული იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ
00:46 20-01-2016
კახა კალაძე – არ ვაპირებ რუსეთთან არსებული იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ ვფიქრობ, რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად სხვა ინსტრუმენტები გააჩნია, ვიდრე "გაზპრომი" და ბუნებრივი აირია , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პოლიტიკურ ჭრილსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა. კალაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოზე ზეწოლა მოსკოვს მხოლოდ "გაზპრომით" შეუძლია.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი საქართველოზე ზეწოლა განახორციელო. ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე - წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის საუკეთესო ფასად გვაწვდის. ეს ჩემი დაწყებული ურთიერთობები არ არის, ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სექტორში მართლაც კარგი, გამართული ურთიერთობებია. მე არ ვაპირებ იმ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენადაა შესაძლებელი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებმა აზერბაიჯანსა და დასავლეთთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნულის საშიშროებას ვერ ხედავს. "რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ ანალიზს ვაკეთებთ, თუ რამდენად იქნება რისკის შემცველი ასეთი მოლაპარაკებები, თუმცა იმდენად მცირეა "გაზპრომის" გაზზე დამოკიდებულება, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით", - აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი ტიპის სტრუქტურა - ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება, რომელიც მოიცავს
სოფიო ქაცარავა - იმისთვის, რომ ყველა აქტუალური საკითხი ინტერაქტიულ ფორმატში იყოს განხილული, კომიტეტში მინისტრების ანგარიშის მოსმენას რეგულარული ხასიათი უნდა მიეცეს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე
ირაკლი კობახიძე - მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ, თუ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დადებს
საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს,
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება,
მიხეილ ჯანელიძე ჩაბუქის შესახებ - მთავრობა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად
ქვეყნის მთავრობას აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პოზიცია, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა
ირაკლი კობახიძე - უმრავლესობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს
დიმიტრი ქუმსიშვილი - მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები
მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები,
ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ”პირველზე” - ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს
ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული აზრი მოსპოს და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი შეასუსტოს,
მიხეილ ჯანელიძე - დღეს არ დგას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი
დღეს არ დგას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, - ამის შესახებ საქართველოს
მიხეილ ჯანელიძე - არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციით მიიღეს
ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ,