არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
ლევან ბერძენიშვილი - საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია
12:48 20-01-2016
ლევან ბერძენიშვილი - საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

სტუდენტებთან საუბრისას ბერძენიშვილი გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხს შეეხო.

"საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ – გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია ამისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა – ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, იმ წუთას დაკარგავ, რადგან სწორედ ეგ არ უნდათ – სიყვარულობა, ურთიერთობა – ისე რაც გინდა და როგორც გინდა... ოღონდ სიყვარულობა და ასეთი რამეები არა", - აცხადებს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილი კიდევ ერთ სტერეოტიპს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთგულება ქართული ფენომენი ჰგონიათ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში, ოჯახი აუცილებლად დაინგრევა, ხოლო საქართველოში - არავითარ შემთხვევაში და "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ღალატი არასწორი მხრიდან მომდინარეობს".

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია - ლევან ბერძენიშვილი


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე ექსპორტის მეტი დივერსიფაკაციის საჭიროებაზე საუბრობს
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა ექსპორტის მეტი დივერსიფაკაცია და მასში
თამარ კორძაია - ოპოზიცია დათმობას კატეგორიულად არ აპირებს
„რესპუბლიკური პარტია“ უერთდება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩენო სისტემაზე
უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილზე - მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს
უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გეგმებს ეხმაურება.
ლევან ბოძაშვილი - რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის
ამერიკის ადმინისტრაციისა და კონგრესის პოზიცია დღეს როგორც არასდროს ისეთი მკაცრი და ადეკვატურია რუსეთის ქმედებების მიმართ,
ალექსანდრე ელისაშვილი - სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს
სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს, - ამის შესახებ
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე „ხელშეკრულება“ გააფორმეს
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ოპოზიციის გაერთიანება გამარჯვებისთვის უნიკალური ფორმულაა
მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქამდე წარმოდგენილი მერობის ყველა კანდიდატი არის მახინჯი პოლიტიკური სისტემის კონიუნქტურის ტყვეობაში და ეს შეიცვლება,
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებში კენჭს იყრის
ყოფილ დეპუტატს, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერ თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერობა სურს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას
თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს.