არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4839
EUR
1 EUR
2.9223
RUB
100 RUB
4.3318
18-10-2017
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის
17:26 20-01-2016
ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე გამოაქვეყნა.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სტრუქტურების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან.

ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში სრული დამოუკიდებლობა, ეფექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და მოუწოდებს საქართველოს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმის შესაქმნელად.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი მთავრობების ჩინოვნიკებისა და მოქმედი ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება შესაძლოა შეიცავდეს შერჩევითი სამართლის ნიშნებს. ევროპარლამენტი ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის, რამაც შეიძლება, საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში ძირი გამოუთხაროს.

ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე დღეს იმსჯელებს, 21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს.





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა წარმოადგინა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა chemitbilisi.ge წარმოადგინა.
ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას მიმართავს ჩვენი საზოგადოების დაკვეთით მიღებული კონსტიტუციის მიმართ
"ნაციონალური მოძრაობა”, როგორც წარსულის პარტია და მისი სიძულვილის ენით მოსაუბრე წარმომადგენლები კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას
გიორგი ვაშაძე - ნიკოლოზ ვაშაკიძე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
ვფიქრობ, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, - ეს განცხადება „ერთობა - ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ ყრილობაზე გააკეთა.
სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ლიტველი ევროპარლამენტარი – ბედნიერი ვარ საქართველოს მიღწევებით
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით,
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა. ჭადრაკის სასახლეში ამომრჩევლს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. ამის შესახებ
თამარ კორძაია - ოპოზიციის მიერ შემოსავლების დაფარვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოსავლების დაფარვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება
გიგი უგულავა - ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ
ყველაფერი გააკეთეს, ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ,
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“,