
დოკუმენტს ევროდეპუტატებმა სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი.
რეზოლუცია ევროპარლამენტარების მიერ მხარდაჭერილი შესწორებებით იქნა მიღებული. რეზოლუციის საბოლოო ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად უცნობია, რა შესწორებები შევიდა თავდაპირველ პროექტში.
კენჭისყრამდე, გუშინ რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დებატებიც.