არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4767
EUR
1 EUR
3.0558
RUB
100 RUB
4.3679
21-02-2018
გია ვოლსკი – სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და საარჩევნო საკითხები განიხილება, მაგრამ სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია
15:40 25-01-2016
გია ვოლსკი – სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და საარჩევნო საკითხები განიხილება, მაგრამ სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია საარჩევნო სისტემა, რომელზეც შევჯერდით და შევიმუშავეთ, არის ჩამოყალიბებული და მართებული, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სადაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო საკითხები განიხილება, სამუშაო ჯგუფიც შეიქნება და სხვა სამუშაო ორგანოებიც შეიძლება შეიქმნეს, თუმცა მისი თქმით, თავად სისტემა, რომელზეც შეჯერდნენ და შეიმუშავეს, არის ჩამოყალიბებული და მართებული.

"რასაკვირველია, ნებისმიერ პარტიასთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში უნდა იყო, თუნდაც ერთკაციანი პარტიები იყოს – ეს არის საქართველოს სინამდვილე და რეალობა, მაგრამ სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთარი, პირადი მოსაზრებებიდან გამოდიან. რატომღაც ჰქონიათ, რომ თუ სიები იქნება, აქედან წარმატების რაიმე პერსპექტივა ჩნდება. მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა სამართლიანი სისტემაა, შეესაბამება ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს. გუშინაც, წინა კვირაშიც მქონდა კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან და მხარდაჭერა საკმაოდ მკაფიოა," – აცხადებს გია ვოლსკი.

პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს.
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს განხილვას დღეს გეგმავს
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
დავით ზალკანიანი - ფუჭია მცდელობა, თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართონ
ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”
დავით მათიკაშვილი - გიორგი მარგველაშვილი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი
სამწუხაროა რომ ქვეყნის პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად იქცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
სოზარ სუბარი - მარგველაშვილი ცდილობს ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის - ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა
სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევს, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ, არ ჩაეტიონ თავიანთ ფარგლებში და გადიან
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.